წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

კანონი 12:1—32

12  „ეს არის წესები+ და სამართალი,+ რასაც მთელი სიცოცხლე გულდასმით უნდა ასრულებდეთ+ იმ მიწაზე, რომლის დაუფლების ნებასაც მოგცემთ იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი.+  მთლიანად მოსპეთ+ ყოველი ადგილი მაღალ მთებზე, გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ, სადაც თავიანთ ღმერთებს ემსახურებიან ის ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით.  დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები,+ დაამტვრიეთ მათი წმინდა სვეტები+ და ცეცხლში დაწვით მათი წმინდა ბოძები,+ აჩეხეთ მათი ღმერთების ქანდაკებები+ და მოსპეთ იმ ადგილიდან მათი სახელები.+  ასე არ მოექცეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+  არამედ ეძებეთ და მიდით იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი ამოირჩევს თქვენი ტომებიდან თავისი სახელის დასავანებლად და დასამკვიდრებლად.+  იქ მიიტანეთ დასაწვავი შესაწირავი,+ მსხვერპლი, მეათედი,+ თქვენი ხელის შესაწირავი,+ აღთქმული შესაწირავი,+ ნებაყოფლობითი შესაწირავი+ და მიიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული.+  იქ ჭამეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე+ და გაიხარეთ ყოველ თქვენს საქმეში,+ თქვენ და თქვენმა სახლეულობებმა, რადგან გაკურთხათ იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა.  ნუ მოიქცევით ისე, როგორც დღეს აქ ვიქცევით, ვისაც როგორ მოსწონს,+  რადგან ჯერ არ მისულხართ მოსასვენებელ ადგილზე+ და სამკვიდროში, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ. 10  გადაკვეთეთ იორდანე+ და იცხოვრეთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ საკუთრებად;+ ის დაგასვენებთ ირგვლივ მცხოვრები მტრებისგან და უსაფრთხოდ იცხოვრებთ.+ 11  იმ ადგილზე,+ რომელსაც იეჰოვა თავისი სახელის დასამკვიდრებლად ამოირჩევს, მიიტანეთ ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებთ: დასაწვავი შესაწირავი,+ მსხვერპლი, მეათედი,+ თქვენი ხელის შესაწირავი+ და ყველაფერი საუკეთესო აღთქმული+ შესაწირავიდან, რასაც იეჰოვას აღუთქვამთ. 12  იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, რადგან მათ არც წილი აქვთ თქვენთან და არც სამკვიდრო.+ 13  ფრთხილად იყავით, რომ არ შესწიროთ დასაწვავი შესაწირავი ნებისმიერ ადგილზე, რომელსაც დაინახავთ.+ 14  დასაწვავი შესაწირავი იმ ადგილზე შესწირეთ, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს ერთ-ერთი თქვენი ტომიდან. იქ შეასრულეთ ყველაფერი, რასაც გიბრძანებთ.+ 15  როცა თქვენი სული ხორცს მოისურვებს, დაკალით+ ცხოველი და იეჰოვას, თქვენი ღვთის კურთხევით თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამეთ ხორცი, რომელიც მან მოგცათ. უწმინდურსაც+ შეუძლია მისი ჭამა და წმინდასაც, როგორც ქურციკი და ირემი იჭმება,+ 16  ოღონდ სისხლი არ ჭამოთ,+ წყალივით დაღვარეთ მიწაზე.+ 17  უფლება არა გაქვთ, თქვენი კარიბჭეების შიგნით ჭამოთ თქვენი მარცვლეულის მეათედი,+ დალიოთ ახალი ღვინო, იხმაროთ ზეთი, ჭამოთ თქვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებული,+ აღთქმული შესაწირავი, რომელსაც აღუთქვამთ, ნებაყოფლობითი შესაწირავი+ ან თქვენი ხელის შესაწირავი.+ 18  იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ჭამეთ ის იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი ამოირჩევს,+ შენ, შენმა ვაჟმა, ასულმა, მონამ, მხევალმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანმა. გაიხარეთ+ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე ყოველ თქვენს საქმეში. 19  ფრთხილად იყავით, რომ არ მიატოვოთ ლევიანები,+ რამდენ ხანსაც არ უნდა იცხოვროთ თქვენს მიწაზე. 20  როცა იეჰოვა, შენი ღმერთი გააფართოებს შენს მიწას,+ როგორც დაგპირდა,+ და იტყვი, ხორცს შევჭამო, რადგან შენმა სულმა მოისურვა ხორცის ჭამა, მაშინ შეგიძლია ჭამო ხორცი შენი სულის სურვილისამებრ.+ 21  თუ შორს არის ის ადგილი, რომელიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის დასავანებლად ამოირჩია,+ დაკალი იეჰოვას მოცემული ცხვარ-ძროხიდან, როგორც გიბრძანე, და ჭამე შენი კარიბჭეების შიგნით, როცა შენი სული მოისურვებს;+ 22  ოღონდ ისე ჭამე, როგორც ქურციკი და ირემი იჭმება.+ ხორცის ჭამა წმინდასაც შეუძლია და უწმინდურსაც.+ 23  მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ სისხლი არ ჭამო,+ რადგან სისხლი სულია+ და სული ხორცთან ერთად არ უნდა ჭამო. 24  არ ჭამო. წყალივით დაღვარე მიწაზე.+ 25  არ ჭამო, რომ ხელი მოგემართოთ შენც+ და შენს ვაჟებსაც, და სწორად მოიქცევი იეჰოვას თვალში.+ 26  წაიღე შენი სიწმინდეები+ და შენი აღთქმული შესაწირავი+ და მიდი იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევს.+ 27  იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოზე შესწირე დასაწვავი შესაწირავი,+ ხორცი და სისხლი;+ შენი შესაწირავის სისხლი იეჰოვას, შენი ღვთის სამსხვერპლოსთან დაღვარე,+ ხორცი კი ჭამე. 28  ფრთხილად იყავი, რომ არ დაარღვიო არც ერთი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ,+ რათა სამარადისოდ მოგემართოთ ხელი შენც+ და შენს ვაჟებსაც, და იეჰოვას, შენი ღვთის თვალში კარგად და სწორად მოიქცევი.+ 29  როცა მოჰკვეთს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი იმ ხალხებს, რომელთა განსადევნადაც მიდიხარ,+ განდევნი მათ და იცხოვრებ მათ მიწაზე,+ 30  ფრთხილად იყავი, ხაფანგში არ გაება+ მათი მოსპობის შემდეგ; არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა, როგორც ეს ხალხები ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მეც ისე ვემსახურებიო. 31  ისე არ მოექცეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ როგორც ისინი იქცევიან, რადგან იეჰოვასთვის საძულველ ყველა სისაძაგლეს უკეთებენ თავიანთ ღმერთებს; საკუთარ ვაჟებსა და ასულებსაც კი წვავენ ცეცხლში თავიანთი ღმერთებისთვის.+ 32  გულდასმით შეასრულეთ ჩემი სიტყვები, რომელთაც გიბრძანებთ;+ არაფერი დაუმატოთ და არაფერი მოაკლოთ“.+

სქოლიოები