არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იუდა 1:1—25

1  იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა,+ მოწოდებულებს,+ რომლებიც ღმერთმა, მამამ შეიყვარა+ და დაცულნი+ არიან იესო ქრისტესთვის:  გულმოწყალება,+ მშვიდობა+ და სიყვარული+ გიმრავლდეთ.+  საყვარელნო,+ მთელი გულმოდგინებით ვცდილობდი, ჩვენი საერთო ხსნის შესახებ მომეწერა თქვენთვის,+ მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, წერილობით შემეგონებინეთ, რომ იბრძოლოთ რწმენისთვის,+ რომელიც წმინდებს ერთადერთხელ გადაეცათ,+  რადგან შემოიპარნენ ზოგიერთები,+ რომლებიც, წმინდა წერილების თანახმად, ოდითგანვე ამ სასამართლოსთვის+ არიან განკუთვნილები,+ უღვთოები,+ ღვთის წყალობას თავაშვებულობის+ გასამართლებლად რომ იყენებენ და საქმეებით უარყოფენ+ ჩვენს ერთადერთ ბატონსა+ და უფალს,+ იესო ქრისტეს.  მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი იცით,+ მინდა შეგახსენოთ: თუმცა იხსნა იეჰოვამ ხალხი ეგვიპტის მიწიდან,+ შემდეგ მოსპო ისინი, ვინც რწმენას არ ავლენდნენ,+  ხოლო ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო,+ უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში+ ინახავს იგი გასამართლების დიდი დღისათვის.+  ასევე სოდომი და გომორა და მათ გარშემო მდებარე ქალაქები,+ მას შემდეგ, რაც მათსავით მიეცნენ სიძვას, აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებსა და აღვირახსნილობას,+ საუკუნო ცეცხლით+ დაისაჯნენ და ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითებად+ არიან დადგენილები.  ამის მიუხედავად, ეს მეოცნებეებიც+ მათ მსგავსად ბილწავენ ხორცს, არაფრად აგდებენ ძალაუფლებას+ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ დიდებით მოსილთ.+  მიქაელ+ მთავარანგელოზმა,+ როცა არ ეთანხმებოდა+ ეშმაკს და მოსეს სხეულის+ გამო ეკამათებოდა, ვერ გაბედა მისი შეურაცხმყოფელი სიტყვებით+ გასამართლება და თქვა: „იეჰოვამ შეგრისხოს“.+ 10  ესენი კი მაინც შეურაცხყოფით ლაპარაკობენ ყოველივე იმაზე, რაც სინამდვილეში არ იციან.+ იმ საკითხებში კი, რომლებშიც უგუნური პირუტყვების მსგავსად+ ინსტინქტის კარნახით მოქმედებენ, თავებს ირყვნიან.+ 11  ვაი მათ, რადგან კაენის გზით წავიდნენ+ და საზღაურის მისაღებად ბალაამის მცდარ გზას დაადგნენ+ და დაიღუპნენ, რადგან კორახის+ მსგავსად ურჩობისკენ აქეზებდნენ+ სხვებს! 12  ისინი წყალქვეშა კლდეები არიან თქვენი სიყვარულის ნადიმებზე,+ როცა ნადიმობენ თქვენთან ერთად; მწყემსები, რომლებიც საკუთარ თავს კვებავენ და შიშიც კი არა აქვთ;+ უწყლო ღრუბლები, რომლებსაც ქარი+ აქეთ-იქით დააქროლებს;+ უნაყოფო ხეები შემოდგომის მიწურულს, ორჯერ მომკვდარნი და ამოძირკვულნი;+ 13  ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სამარცხვინო საქმეებით აქაფებულნი;+ ცდომილი ვარსკვლავები, რომელთათვისაც უკუნი სიბნელეა სამარადისოდ შემონახული.+ 14  მათ შესახებ იწინასწარმეტყველა ენოქმაც,+ ადამიდან მეშვიდემ, როდესაც თქვა: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად,+ 15  რათა აღასრულოს სამართალი ყველას მიმართ+ და ამხილოს ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“.+ 16  ეს კაცები მუდამ დრტვინავენ,+ თავიანთ ხვედრს უჩივიან, თავიანთი სურვილებით დადიან+ და გამორჩენის მიზნით მაღალფარდოვანი სიტყვებით+ ეპირფერებიან სხვებს.+ 17  თქვენ კი, საყვარელნო, გაიხსენეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები,+ 18  როგორც გეუბნებოდნენ: „ბოლო დროს იქნებიან დამცინავები, რომლებიც საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ მოიქცევიან“.+ 19  ესენი არიან ხორციელი ადამიანები,+ რომლებსაც სულიერობა არა აქვთ+ და განხეთქილებებს იწვევენ.+ 20  თქვენ კი, საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე+ აღაშენეთ საკუთარი თავი,+ წმინდა სულით* ილოცეთ+ 21  და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში,+ ვიდრე ელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას+ და გონებაში გაქვთ მარადიული სიცოცხლე.+ 22  კვლავაც გულმოწყალენი+ იყავით მათ მიმართ, ვინც ეჭვობს.+ 23  ცეცხლს გამოსტაცეთ+ ისინი და ასე იხსენით.+ სხვების მიმართ კვლავაც გულმოწყალენი იყავით; ეს კი შიშით აკეთეთ და, ამავე დროს, ხორციელი სიბინძურით დალაქავებული ტანსაცმელიც შეიძულეთ.+ 24  მას კი, ვისაც შეუძლია დაგიცვათ+ დაბრკოლებისგან და გაგხადოთ უმანკონი+ თავისი დიდების წინაშე და მოგცეთ დიდი სიხარული, 25  ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მხსნელს,+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით+ დიდება,+ სიდიადე, ძლევამოსილება+ და ძალაუფლება+ მარადიულად+ — წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც.+ ამინ.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.