წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იონა 4:1—11

4  ძალიან არ ესიამოვნა+ ეს იონას და რისხვით აენთო.  ლოცვით მიმართა იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი?! ამიტომაც წავედი და გავიქეცი თარშიშში,+ რადგან ვიცოდი, რომ მწყალობელი და გულმოწყალე ღმერთი ხარ,+ რისხვაში ნელი, სიკეთით*+ სავსე; წუხ, რადგან არ გსურს უბედურების მოხდენა.+  ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, წაიღე ჩემგან ჩემი სული,+ რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“.+  იეჰოვამ მიუგო: „უნდა განრისხებულიყავი?!“+  გამოვიდა იონა ქალაქიდან და ქალაქის აღმოსავლეთით დაჯდა; გაიკეთა საჩრდილობელი, რომ მის ჩრდილქვეშ მჯდომს ენახა,+ რა დაემართებოდა ქალაქს.+  აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო, რომ გადაფარებოდა იონას, მოეჩრდილა მისთვის და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა.+ დიდად გაახარა იონა აყიროს ამოსვლამ.  მეორე დღეს, გამთენიისას,+ ჭეშმარიტმა ღმერთმა მატლი გაუჩინა აყიროს; გააფუჭა მატლმა ის და ისიც ნელ-ნელა გახმა.+  როგორც კი მზემ გამოანათა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი+ ამოაგდო. მზემ ისე დააჭირა იონას, რომ ლამის გული წაუვიდა.+ კვლავ თავისი სულის სიკვდილს ითხოვდა და ამბობდა, სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.+  ჰკითხა ღმერთმა იონას: „აყიროს გამო უნდა განრისხებულიყავი?!“+ მან მიუგო: „ჰო, თანაც ისე განვრისხდი, რომ სიკვდილი ვინატრე“. 10  იეჰოვამ უთხრა: „შენ აყირო დაგენანა, რომლისთვისაც არ გიშრომია და რომელიც არ გაგიზრდია, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გაქრა. 11  ჰოდა, მე დიდი ქალაქი ნინევე+ არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“+

სქოლიოები

იხილეთ 2:8-ის სქოლიო.