წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იონა 3:1—10

3  მაშინ მეორედ გამოეცხადა იონას იეჰოვას სიტყვა:+  „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე ის,+ რასაც გეუბნები“.  ადგა იონა და, იეჰოვას სიტყვისამებრ, ნინევეში წავიდა.+ ნინევე დიდი ქალაქი იყო ღვთის თვალში,+ სამი დღის სავალი იყო.  შევიდა იონა ქალაქში, ერთი დღის სავალ მანძილზე, მიდიოდა და თან აცხადებდა: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“+  ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი,+ მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო+ ჩაიცვა ყველამ.  როცა ეს სიტყვა ნინევეს მეფემდე+ მივიდა, ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, ჯვალო მოიხვია და ნაცარში ჩაჯდა;+  ნინევეში კი მეფისა და მისი დიდებულების დადგენილება გამოაცხადებინა: „არც კაცმა, არც შინაურმა ცხოველმა, არც ცხვარ-ძროხამ პირი არაფერს დააკაროს. არაფერი შეჭამონ, წყალიც კი არ დალიონ.+  ჯვალო ატაროს ყველამ, კაცმაც და შინაურმა ცხოველმაც. მთელი ძალით მოუხმონ ღმერთს და მიატოვოს+ თითოეულმა თავისი ბოროტი გზა და ძალადობა, რასაც მათი ხელები სჩადიოდნენ.  ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს ჭეშმარიტი ღმერთი, შეგვიწყალოს+ და აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ?!“+ 10  ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი საქმეები,+ რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა.+ შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა+ და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა.+

სქოლიოები