წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოელი 3:1—21

3  „აი, იმ დღეებში და იმ დროს,+ როცა დავაბრუნებ იუდასა და იერუსალიმის ტყვეებს,+  შევკრებ ყველა ხალხს+ და ჩავიყვან იეჰოშაფატის ველზე.+ შევედავები მათ ჩემი ხალხისა და ჩემი მემკვიდრეობის, ისრაელის გამო,+ ხალხებს შორის რომ გაფანტეს. დაინაწილეს ჩემი მიწა.+  წილს ყრიდნენ ჩემს ხალხზე;+ ყმაწვილს მეძავზე ცვლიდნენ+ და გოგონას ღვინოზე ყიდდნენ, რომ ესვათ.  რა გესაქმებათ ჩემთან, ტვიროსო, სიდონო+ და ფილისტიმის მხარეებო?+ ასე მიხდით სამაგიეროს?! თუ ასე მექცევით, მალევე, დაუყოვნებლივ თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+  რაკი წაიღეთ ჩემი ოქრო-ვერცხლი+ და ჩემი ძვირფასი ნივთები შეიტანეთ თქვენს ტაძრებში+  და ბერძენთა ძეებს+ მიჰყიდეთ+ იუდასა და იერუსალიმის ძეები, მათივე მიწიდან რომ მოგეშორებინათ ისინი,+  აი, აღვძრავ მათ იმ ადგილზე, სადაც თქვენ გაყიდეთ ისინი+ და თქვენი საქციელისამებრ გადაგიხდით სამაგიეროს.+  თქვენს ვაჟებსა და ასულებს იუდას ძეებს ჩავუგდებ ხელში*,+ ისინი კი შებელებს,+ შორს მცხოვრებ ხალხს ჩაუგდებენ+ მათ ხელში, რადგან იეჰოვა ამბობს ამას.  გამოაცხადეთ ხალხებში:+ საომრად მოემზადეთ*! აღძარით ძლიერები!+ ახლოს მოვიდნენ ისინი! ადგეს ყველა მებრძოლი!+ 10  თქვენი გუთნებისგან მახვილები გამოჭედეთ და სასხლავებისგან+ — შუბები. უძლურმა თქვას, ძლიერი ვარო.+ 11  მოდით და დაეხმარეთ ერთმანეთს, გარშემო მცხოვრებო ყველა ხალხო,+ და შეიკრიბეთ!“+ იეჰოვა, ჩამოიყვანე იმ ადგილზე შენი ძლიერები!+ 12  „აღსდგნენ ხალხები და გამოვიდნენ იეჰოშაფატის ველზე,+ რადგან იქ დავჯდები გარშემო მცხოვრები ყველა ხალხის გასასამართლებლად.+ 13  მოიქნიეთ ნამგალი,+ რადგან მოწეულია სამკალი!+ მოდით, ჩამოდით, რადგან აივსო საწნახელი!+ გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება.+ 14  ბრბოები, ბრბოები არიან განაჩენის ველზე,+ რადგან უახლოვდება იეჰოვას დღე განაჩენის ველს.+ 15  დაბნელდება მზე და დაბნელდება მთვარე, აღარ გამოანათებენ ვარსკვლავები.+ 16  სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას.+ შეირყევა ცა და მიწა,+ მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის+ და სიმაგრე — ისრაელის ძეებისთვის.+ 17  გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ რომელიც სიონში, ჩემს წმინდა მთაზე ვარ დამკვიდრებული.+ წმინდა ადგილი გახდება იერუსალიმი+ და უცხოები ვეღარ გაივლიან იქ.+ 18  იმ დღეს მთებიდან ჩამოწვეთავს მაჭარი,+ გორებიდან იდინებს რძე და წყალი იდინებს იუდას ყველა კალაპოტში. იეჰოვას სახლიდან გამოვა წყარო+ და ის მორწყავს აკაციის ხევს.+ 19  გაპარტახდება ეგვიპტე+ და გაუდაბურდება ედომი,+ რადგან ძალადობდნენ იუდას ძეებზე და უდანაშაულო სისხლს ღვრიდნენ მათ მიწაზე.+ 20  მარადიულად დასახლდება იუდა+ და თაობიდან თაობაში — იერუსალიმი.+ 21  უდანაშაულოდ ჩავთვლი მათ სისხლს, რასაც არ ვთვლიდი უდანაშაულოდ.+ იეჰოვა დამკვიდრდება სიონში“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მივყიდი.
სიტყვასიტყვით — განიწმინდეთ.