წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოელი 1:1—20

1  იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა+ იოელს, ფეთუელის ვაჟს:  „ისმინეთ ეს, უხუცესებო, და ყური დაუგდეთ ამას, მიწის მკვიდრნო!+ თუ მომხდარა ასეთი რამ თქვენს დროს ან თქვენი მამა-პაპის დროს?!+  უამბეთ ამის შესახებ თქვენს ძეებს, თქვენმა ძეებმა უამბონ თავიანთ ძეებს, მათმა ძეებმა კი — მომდევნო თაობას.+  რაც მუხლუხს გადაურჩა, კალიამ შეჭამა;+ რაც კალიას გადაურჩა, უფრთო კალიამ შეჭამა, და რაც უფრთო კალიას გადაურჩა, ტარაკანმა შეჭამა.+  გაიღვიძეთ, ლოთებო,+ და იტირეთ, იღრიალეთ,+ ღვინის მსმელებო, რადგან პირიდან მოგწყვიტეს+ მაჭარი.+  ძლიერი და ურიცხვი ხალხი მოვიდა ჩემს მიწაზე;+ მათი კბილები ლომის კბილებია+ და მათი ყბები ლომის ყბებია.  მან გამაოგნებელი გახადა ჩემი ვაზი+ და ჯირკვად აქცია ჩემი ლეღვის ხე.+ გააშიშვლა ის და გადააგდო,+ გათეთრდა მისი ტოტები.  მოთქვამდე ჯვალოშემორტყმული+ ქალწულივით, რომელიც თავისი სიყრმის საქმროზე მოთქვამს.  მოისპო იეჰოვას სახლში მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი;+ გლოვობენ მღვდლები,+ იეჰოვას მსახურები.+ 10  გაიძარცვა მინდორი,+ გლოვობს მიწა,+ რადგან დაიტაცეს მარცვლეული, დაშრა ახალი ღვინო+ და გაქრა ზეთი.+ 11  შერცხვნენ მიწათმოქმედები,+ ღრიალებენ მევენახეები ხორბლისა და ქერის გამო, რადგან მოისპო მინდვრის მოსავალი.+ 12  გახმა ვაზი და დაჭკნა ლეღვი, გახმა ბროწეული, პალმა და ვაშლი, მინდვრის ყველა ხე;+ სიხარული შერცხვენილი გაეცალა ადამიანის ძეებს.+ 13  ჯვალო შემოირტყით, მკერდში იცემდეთ,+ მღვდლებო! იღრიალეთ, სამსხვერპლოს მსახურებო!+ მოდით, ღამე ჯვალოში გაათიეთ, ჩემი ღვთის მსახურებო, რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში მარცვლეული შესაწირავისა+ და დასაღვრელი შესაწირავის მიტანა.+ 14  გამოაცხადეთ წმინდა მარხვა,+ მოიწვიეთ საზეიმო შეკრება,+ შეკრიბეთ უხუცესები და მიწის ყველა მკვიდრი იეჰოვას, თქვენი ღვთის სახლში+ და შველა სთხოვეთ იეჰოვას!+ 15  ვაი, მოდის ის დღე!+ ახლოსაა იეჰოვას დღე+ და მოვა ის, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან! 16  განა ჩვენ თვალწინ არ მოისპო საკვები, ჩვენი ღვთის სახლში კი — მხიარულება და სიხარული?!+ 17  გაფუჭდა ლეღვის ჩირი ნიჩბების ქვეშ; დაცარიელდა საწყობები; დაინგრა ბეღლები, რადგან დაილია მარცვლეული. 18  ო, როგორ ხვნეშის პირუტყვი! რა დაბნეული დახეტიალებს ნახირი! არა აქვთ საძოვარი;+ ცხვრის ფარებმაც იტვირთეს დანაშაული. 19  იეჰოვა, მოგიხმობ,+ რადგან ცეცხლმა შთანთქა უდაბნოს საძოვრები და ცეცხლის ალმა გადაბუგა მინდვრის ყველა ხე!+ 20  შენკენ ილტვიან მინდვრის მხეცები,+ რადგან ამოშრა წყლის არხები+ და ცეცხლმა შთანთქა უდაბნოს საძოვრები“.

სქოლიოები