წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 8:1—22

8  მიუგო შუახელმა ბილდადმა:+   «როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე?+ შენი ბაგეთა სიტყვები ძლიერი ქარია+ და მეტი არაფერი.   განა ამრუდებს ღმერთი სამართალს?+ ამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?+   თუ შენმა ვაჟებმა შესცოდეს, იმიტომაც ჩაუგდო მან ისინი მათივე ურჩობას ხელში.   ღმერთი რომ გეძებნა+ და ყოვლისშემძლისთვის შეწყალება გეთხოვა,   წმინდა და მართალი რომ ყოფილიყავი,+ გაიღვიძებდა იგი შენთვის და აღგიდგენდა სიმართლის კერას.   შენი დასაწყისი უმნიშვნელო იქნებოდა იმ სიდიადესთან შედარებით, რაც ბოლოს გექნებოდა.+   აბა, მოიძიე უწინდელ თაობებში+ და ყურადღება მიაქციე იმას, რაც მათ მამებს გამოუკვლევიათ.+   ჩვენ მხოლოდ გუშინ გავჩნდით+ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილივით არის ჩვენი დღეები დედამიწაზე.+ 10  განა არ დაგარიგებენ ისინი და არ გეტყვიან და გულიდან არ ილაპარაკებენ? 11  განა გაიზრდება პაპირუსი+ უჭაობოდ? თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ? 12  ჯერ კიდევ ნორჩი იქნება და მოუწყვეტელი, როცა გახმება ყველა სხვა ბალახზე ადრე.+ 13  ასეთია ღვთის დამვიწყებელთა+ გზები; იმედი გაუცრუვდება განდგომილს,+ 14  ვისაც დასაყრდენი აღარა აქვს და ვინც ობობის სახლს+ ეყრდნობა. 15  დაეყრდნობა თავის სახლს, მაგრამ ის ვერ გაუძლებს. მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს. 16  იგი წყლით არის გაჯერებული მზის გულზე და მისი რტოები იზრდება მის ბაღში.+ 17  ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვები და ქვის სახლს შეჰყურებს. 18  თუ ადგილზევე შთაინთქმება,+ ის უეჭველად უარყოფს მას და ეტყვის: „არასოდეს მინახიხარ“.+ 19  აი, ასე სრულდება მისი გზა+ და სხვები აღმოცენდებიან მტვრიდან. 20  არ უარყოფს ღმერთი უმწიკვლოს და არც ბოროტმოქმედის ხელს ჩასჭიდებს ხელს. 21  ის აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს — მხიარული ყიჟინით. 22  შენი მოძულეები სირცხვილით+ შეიმოსებიან და აღარ იდგება ბოროტთა კარავი».

სქოლიოები