არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 6:1—30

6  იობმა მიუგო:   „ნეტავ მთლიანად აიწონებოდეს ჩემი ტანჯვა+ და სასწორზე დაიდებოდეს ჩემი უბედურება!   ზღვის ქვიშაზე მძიმეა იგი, ამიტომ ვეღარ ვსაზღვრავ, რას ვამბობ.+   ყოვლისშემძლის ისრებია ჩემში,+ მათ შხამსა სვამს ჩემი სული;+ საშინელებები მატყდება ღვთისგან.+   განა გაიგებ ზებრის+ ხმას საძოვარზე? თუ ბღავის ხარი, როცა წინ საკვები აქვს?   განა იჭმება უგემური საჭმელი უმარილოდ? თუ აქვს ტუხტის ბლანტ წვენს გემო?   გული* არაფერზე მიმდის. ასეთი საჭმელი საზიზღრობაა ჩემთვის.   ნეტავ ჩემი თხოვნა შესრულდებოდეს და ღმერთი იმედს არ გამიცრუებდეს!   ნეტავ ადგებოდეს და შემმუსრავდეს, არ შეაკავებდეს ხელს და მომკვეთდეს!+ 10  ეს მაინც მანუგეშებდა; აუტანელი ტკივილის მიუხედავად სიხარულით ვიხტუნებდი.+ თუმცა არ ვყოფილვარ მისგან ნუგეშცემული, წმინდის+ სიტყვები არ დამიმალავს.+ 11  სადღა მაქვს ძალა, რომ ვიცადო?+ განა რა მელის, რომ სიცოცხლე* გავიხანგრძლივო? 12  განა ქვის ძალა მაქვს? თუ სპილენძისაა ჩემი სხეული? 13  განა შემიძლია ჩემს თავს ვუშველო? განა წართმეული არა მაქვს შრომის უნარი? 14  ვინც სიკეთეს* უკავებს თავის მოძმეს,+ ის ყოვლისშემძლის შიშსაც მიატოვებს.+ 15  ჩემი ძმები ვერაგულად მეპყრობიან,+ ზამთრის ნიაღვარივით არიან, ხევივით, რომელშიც შრება ზამთრის ნიაღვარი. 16  გაშავებულია ყინულისგან და მასში ქრება თოვლი. 17  თავის დროზე შრება+ და ჩუმდება; დაცხება და ადგილზევე ორთქლდება.+ 18  გზიდან უხვევს ის, უდაბურ ადგილზე გადის და იღუპება. 19  მას გაჰყურებენ თემის+ ქარავნები და ელოდებიან სებელი+ მოგზაურები. 20  შერცხვებათ, რადგან მისი იმედი ჰქონდათ. მიდიან ადგილზე და იმედგაცრუებულები რჩებიან.+ 21  ახლა თქვენ არარაობა ხართ,+ ხედავთ საშინელებას და გეშინიათ.+ 22  განა მითხოვია თქვენთვის, რამე მომეცით-მეთქი, ან რამე მაჩუქეთ-მეთქი თქვენი დოვლათიდან, 23  დამიხსენით მოწინააღმდეგის ხელიდან+ და სასტიკთაგან გამომისყიდეთ-მეთქი?+ 24  ამიხსენით და გავჩუმდები,+ გამაგებინეთ, რა შეცდომა დავუშვი.+ 25  მართლის ნათქვამი მტკივნეული არ არის.+ მაგრამ რას აჩვენებს თქვენი მხილება?+ 26  ჩემი სიტყვების მხილება გინდათ? ქარივითაა+ სასოწარკვეთილის სიტყვები.+ 27  თქვენ უმამო ბავშვზეც+ კი იყრიდით წილს და მეგობარს გაყიდდით!+ 28  ახლა ყური დამიგდეთ და ნახავთ, თუ ვიცრუო+ თქვენ წინაშე. 29  მობრუნდით, ნუ იქნება უმართლობა, მობრუნდით, ჩემი სიმართლე ჯერ კიდევ აქ არის.+ 30  განა მაქვს ენაზე უმართლობა? თუ ვერ გრძნობს ჩემი სასა უბედურებას?“

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.