წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 5:1—27

5  „მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე? ან რომელ წმინდას მიმართავ?   უგუნურს ტანჯვა მოკლავს და მას, ვინც ადვილად ცდუნდება, შური მოუღებს ბოლოს.   მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონდა გადგმული,+ მაგრამ უმალვე დამიწყევლია მისი კერა.   მისი ვაჟებისგან შორს არის ხსნა,+ კარიბჭესთან იჩაგრებიან და არავინ ჰყავთ მხსნელი.   რასაც იმკის, მშიერი უჭამს; კაუჭიდან უხსნიან ხორცს და მახე სტაცებს პირს მათ ქონებას.   მტვრიდან არ ჩნდება ზიანი, და მიწიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.   როგორც ნაპერწკალი ადის მაღლა, ისე კაცი იბადება გასაჭირისთვის.   მე ღმერთს მივმართავდი, ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,+   მას, ვინც დიდებულ, ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს და ურიცხვ საოცრებას ახდენს;+ 10  მას, ვინც აწვიმებს დედამიწის ზედაპირს+ და წყალს უგზავნის ტრიალ მინდვრებს;+ 11  მას, ვინც მდაბიოებს ამაღლებს,+ რათა ხსნით ამაღლდნენ დამწუხრებულები; 12  მას, ვინც ფუშავს გამჭრიახთა ზრახვებს,+ რომ მათმა ხელმა ნაყოფი არ გამოიღოს; 13  მას, ვინც ბრძენებს ცბიერებაში იჭერს,+ რომ ცბიერთა რჩევამ დაბნეულობა გამოიწვიოს.+ 14  ისინი დღისითაც სიბნელეში ხვდებიან და ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს;+ 15  მას, ვინც იხსნის კაცს მათი პირის მახვილისგან, და ღარიბს — ძლიერის ხელიდან,+ 16  რათა მდაბიოს იმედი მიეცეს,+ უმართლოებმა კი პირი მოკუმონ.+ 17  ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.+ ყოვლისშემძლისგან აღზრდას ნუ უგულებელყოფ! 18  ის აყენებს კაცს ტკივილს და ის უხვევს იარას; ის აყენებს ჭრილობას და თავისივე ხელით კურნავს. 19  ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირიდან+ და შვიდჯერ არაფერი შეგემთხვევა საზიანო.+ 20  შიმშილობისას სიკვდილისგან გიხსნის+ და ომის დროს — მახვილისგან. 21  ენით გაშოლტვას დაემალები+ და გაძარცვისა არ შეგეშინდება. 22  ძარცვასა და შიმშილზე გაგეცინება და მხეცი ვერ შეგაშინებს. 23  მინდვრის ქვებთან დადებ შეთანხმებას და მხეცი მშვიდობიანად იცხოვრებს შენთან.+ 24  ნახავ, რომ კარვად მშვიდობა გექნება. წახვალ, იხილავ საძოვრებს და არაფერი მოგაკლდება. 25  ნახავ, რომ შთამომავლები მრავლად გეყოლება+ და შენი მოდგმა მიწის მცენარეებივით გამრავლდება.+ 26  ჭარმაგი ჩახვალ საფლავში,+ როგორც თავის დროზე გროვდება ძნები. 27  აი, ეს გამოვარკვიეთ. ასეა ეს. შეისმინე და იცოდე“.

სქოლიოები