წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 41:1—34

41  „გამოათრევ ლევიათანს*+ თევზსაჭერი კაუჭით ან დაუჭერ ენას თოკით?  გაუყრი ნესტოებში+ ლელქაშს ან გაუხვრეტ ყბებს ეკლით?  დაგიწყებს ვედრებას ან რბილად ლაპარაკს?  დაგიდებს შეთანხმებას, რომ სამუდამო მონად გაგიხდეს?  თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს, ან დააბამ შენი გოგოებისთვის?  განა გაგირიგდებიან ამხანაგები მასზე? გაიყოფენ მას ვაჭრები ერთმანეთში?  დაუფარავ ტყავს ბარჯებით+ ან თავს — ჭვილთებით?  შეახე მას ხელი და გახსოვდეს მისი ბრძოლა; იგივე აღარ გააკეთო.  იმედი გაგიცრუვდება; მის დანახვაზეც კი დაეცემი. 10  ისეთი გულადი არავინ არის, რომ ის განარისხოს და მე ვინღა დამიდგება წინ?!+ 11  ვინ რა მომცა პირველმა, მე რომ გადავუხადო?+ ცისქვეშეთში ყველაფერი ჩემია.+ 12  ვილაპარაკებ მისი სხეულის ნაწილებზეც, მის სიძლიერესა და ნატიფ აღნაგობაზე. 13  ვის გაუხდია მისთვის სამოსელი? ვინ შეაღწევს მის ორმაგ ყბაში? 14  ვის გაუხსნია მისი პირისახის კარი? შიშის მომგვრელია მისი კბილები. 15  მისი ჯავშანთა წყება მისი სიამაყეა, თითქოს მკვრივი ბეჭდით არის შეკრულიო. 16  მჭიდროდ ეკვრიან ერთიმეორეს და ჰაერიც კი ვერ ატანს მათ შორის. 17  ერთმანეთს ისე არიან მიწებებული და ჩაჭიდებული, რომ ვერავინ დააცალკევებს. 18  დაცემინებისას შუქს აფრქვევს და მისი თვალები განთიადის სხივებივითაა. 19  ელვას უშვებს პირიდან და ნაპერწკლებიც კი სცვივა. 20  ნესტოებიდან კვამლს უშვებს, თითქოს ბუხარში ლელქაში იწვებაო. 21  სულით* ნაკვერჩხლებს აღვივებს და პირიდან ალს უშვებს. 22  კისერში აქვს ძალა და მის წინაშე მყოფთ უიმედობა აცახცახებს. 23  ხორცის ნაკეცები ერთმანეთზე აქვს შეწებებული, თითქოს ჩამოსხმულიაო, არ ინძრევა. 24  ქვასავით აქვს გული ჩამოსხმული, ქვედა დოლაბივით. 25  წამოიმართება და ძლიერები ფრთხებიან,+ თავზარდაცემულები საგონებელში ცვივდებიან. 26  ვერ დასძლევს მას ვერც ერთი მახვილი, ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ვერც ისარი.+ 27  რკინას+ ბზედ მიიჩნევს და სპილენძს — დამპალ ხედ. 28  ვერ გააქცევს მას ისარი; შურდულის ქვა+ მისთვის ნამჯად არის ქცეული. 29  ხელკეტი ნამჯაა მისთვის+ და ხელშუბის შხუილზე ეცინება. 30  ქვედა ნაწილი წვეტიანი კეცის ნატეხებივითა აქვს. ტალახზე კევრივით+ ხოხავს. 31  ქვაბივით ადუღებს სიღრმეებს და ზღვას ნელსაცხებლის ქვაბს ამსგავსებს. 32  ანათებინებს თავის კვალს, თითქოს გაჭაღარავებულაო ღრმა წყალი. 33  მიწაზე არავინაა მისი მსგავსი, ისე შექმნილი, რომ შიში არ ეკარებოდეს. 34  მაღლა ყველაფერს ხედავს. ის არის ყველა დიდი და საოცარი ცხოველის მეფე“.

სქოლიოები

იხილეთ 3:8-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.