წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 40:1—24

40  განაგრძო იეჰოვამ და უთხრა იობს:   „უნდა ედავებოდეს ყოვლისშემძლეს შარიანი კაცი?+ ღვთის მამხილებელმა თავად გასცეს პასუხი“.+  მიუგო იობმა იეჰოვას:   „არარაობა გავხდი.+ რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი აფარებული.+   ერთხელ ვილაპარაკე და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც, მაგრამ აღარაფერს დავუმატებ“.  ქარიშხლიდან+ იეჰოვამ იობს სთხოვა:   „ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი,+ შეგეკითხები და მიპასუხე.+   ნუთუ დაუკარგავ ძალას ჩემს სამართალს? ნუთუ ბოროტად გამომაცხადებ, შენ რომ მართალი გამოხვიდე?+   ნუთუ ისეთი მკლავი გაქვს, როგორიც ჭეშმარიტ ღმერთს?+ შეგიძლია მისი მსგავსი ხმით დაიგრგვინო?+ 10  აბა, შეიმოსე აღმატებულებითა+ და დიდებით,+ ღირსებითა+ და სიდიადით!+ 11  გადმოაფრქვიე შენი მგზნებარე რისხვა,+ დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამცირე; 12  დაინახე ყოველი ამპარტავანი და დაამდაბლე,+ ბოროტები კი ადგილზევე გათელე. 13  ერთად ჩამალე ისინი მტვერში+ და სახეები აუხვიე დაფარულ ადგილას. 14  მე თავად შეგაქებ, რადგან შენი მარჯვენა დაგიხსნის. 15  აი ბეჰემოთი, რომელიც ჩემი შექმნილია, ისევე როგორც შენ. ის მწვანე ბალახს ჭამს,+ როგორც ხარი. 16  ძალა თეძოებში აქვს და ძლიერება+ — მუცლის ძარღვებში. 17  კედარივით ხრის კუდს და ჩაწნულია მისი ბარძაყის ძარღვები. 18  მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი მაგარი ძვლები გამოჭედილი რკინის ჯოხებივითაა. 19  ის არის ღვთის გზების საწყისი. მის შემქმნელს+ შეუძლია მასზე მახვილი მიიტანოს. 20  მთები აძლევენ მას ნაყოფს;+ გარეული ცხოველები იქვე თამაშობენ. 21  წვება ეკლიანი ლოტოსის ხეების ქვეშ, ლერწმის+ საფარსა და ჭაობში.+ 22  ეკლიანი ლოტოსის ხეები მას ჩრდილით ფარავს და ხევში ამოსული ალვის ხეები არტყია გარს. 23  თუ მდინარე აბობოქრდა, ის არ დარბის თავზარდაცემული. იორდანეც+ რომ მიასკდეს, მაინც მშვიდად არის. 24  ვინ დაიჭერს მას მისივე თვალწინ? ბარჯით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?“

სქოლიოები