წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 39:1—30

39  „იცი კლდის ჯიხვთა მშობიარობის დრო?+ თვალს თუ ადევნებ ფურირმებს,+ როცა ტკივილებით მშობიარობენ?   ითვლი, როდის უსრულდებათ მთვარისმიერი თვეები? თუ იცი მათი მშობიარობის დრო?   იმუხლებიან, აგდებენ თავიანთ ნაშიერებს და თავისუფლდებიან მშობიარობის ტკივილებისგან.   ძლიერდებიან მათი ნაშიერები და ტრიალ მინდორში იზრდებიან. მიდიან და აღარ უბრუნდებიან მათ.   ვინ მიუშვა ნებაზე ზებრა+ და ვინ აუშვა გარეული ვირის საბელი,   ვისაც საბინადროდ უკაცრიელი ველი მივეცი და სამყოფლად — მარილის ქვეყანა?+   დასცინის ის აფორიაქებულ ქალაქს და არ ესმის მდევრის+ ხმა.   საძოვრად+ მთებს მოივლის და ყველანაირ მწვანე მცენარეს+ ეძებს.   მოინდომებს გარეული ხარი, მოგემსახუროს+ ან გაატარებს ღამეს შენს ბაგასთან? 10  შეაბამ საბელებით გარეულ ხარს სახნავად ან გააფარცხვინებ+ ველებს? 11  მიენდობი მის უშრეტ ძლიერებას და მიანდობ მას შენს სამუშაოს? 12  გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე მოგიგროვებს? 13  განა სიხარულით აბარტყუნებს ფრთებს დედალი სირაქლემა ან აქვს მას ყარყატისნაირი+ ფრთები და ბუმბული? 14  მიწაზე ტოვებს კვერცხებს და მტვერში ინახავს თბილად; 15  ავიწყდება, რომ შეიძლება ფეხმა დაამტვრიოს და მინდვრის მხეცებმა გათელონ. 16  უხეშად ეპყრობა თავის შვილებს, თითქოს სხვისები ყოფილიყვნენ.+ ტყუილად შრომობს, რადგან არ ეშინია. 17  ვინაიდან დაავიწყა ღმერთმა სიბრძნე და წილად არ არგუნა გაგების უნარი.+ 18  როცა ფრთებს ააფრიალებს, დასცინის ცხენსა და მის მხედარს. 19  შეგიძლია ცხენს ძალა მისცე?+ შეგიძლია კისერი ფრიალა ფაფრით შეუმოსო? 20  შეგიძლია კალიასავით ახტუნო? შიშის მომგვრელია მისი დიდებული ჭიხვინი.+ 21  ველს ფლოქვებს+ სცემს და ძლიერებით ხარობს. წინ იჭრება, იარაღს+ რომ შეეგებოს. 22  შიშზე ეცინება და არ ძრწუნდება,+ არც მახვილის გამო იხევს უკან. 23  მასზე ჩხარუნობს კაპარჭი, მახვილი შუბი და ხელშუბი. 24  გრგვინვითა და გაშმაგებით ნთქავს მიწას და საყვირის ხმას არ უჯერებს. 25  როგორც კი გაისმება საყვირის ხმა, შესძახებს: აჰა! შორიდანვე გრძნობს ბრძოლის სუნს, მთავართა შეძახილებსა და საომარ ყიჟინას.+ 26  შენი გაგების უნარის წყალობით დაფრინავს შევარდენი და სამხრეთის ქარისკენ შლის ფრთებს? 27  შენი ბრძანებით ფრენს ზემოთ არწივი+ და იშენებს მაღლა ბუდეს,+ 28  კლდეზე ბინადრობს და ათევს ღამეს კლდის ქიმსა და მიუწვდომელ ადგილზე? 29  იქიდან ეძებს საჭმელს+ და შორს იყურება მისი თვალი. 30  სისხლს წრუპავენ მისი მართვეები და სადაც დახოცილები არიან, ისიც იქ არის“.+

სქოლიოები