არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 38:1—41

38  მიუგო იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან:+   «ვინ არის ეს, რომ განზრახულს უცოდინარი სიტყვებით აბნელებს?+   ვაჟკაცივით შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და მიპასუხე.+   სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?+ მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი.   თუ იცი, ვინ დაუწესა საზღვრები, და ვინ გადაჭიმა მასზე ლარი საზომად?   სად აქვს ჩადგმული საყრდენები+ და ვინ დაუდო ქვაკუთხედი,   როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+ და ღვთის ძეები*+ ყიჟინებდნენ?   ვინ ჩაუკეტა კარიბჭეები ზღვას,+ რომელმაც ისე დაიწყო დენა, თითქოს საშვილოსნოდან ამოხეთქაო,   როცა სამოსლად ღრუბელი მივეცი და სახვევად — მწუხრი? 10  დავუდგინე წესი, დავუყენე კარიბჭეები და ურდულები+ 11  და ვუთხარი: „აქამდე მოხვალ, მეტს აღარ,+ აქ გაჩერდება შენი მედიდური ტალღები“.+ 12  შენ მიეცი ბრძანება დილას შენი ადრინდელი დღეებიდან?+ შენ მიუჩინე ადგილი განთიადს, 13  რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტები იქიდან განედევნა?+ 14  ის თიხასავით იცვლება,+ როცა ბეჭედს ასვამენ, და თითქოს ყველაფერი იმოსება და წამოიმართება. 15  უწყდებათ ბოროტებს თავიანთი სინათლე+ და აღმართული მკლავი ემუსრებათ.+ 16  ჩასულხარ ზღვის ფსკერზე და გივლია+ ღრმა წყლის საძებრად?+ 17  გახსნილა შენ წინაშე სიკვდილის კარიბჭეები+ ან შეგიძლია უკუნეთის კარიბჭეების+ ხილვა? 18  ჩასწვდომიხარ დედამიწის ვეება სივრცეებს?+ მითხარი, თუ შეგიცნია ეს ყველაფერი. 19  სად არის სინათლის სამკვიდროს გზა?+ სიბნელის ადგილი სადაა, 20  რომ თავის საზღვარზე მიიყვანო და გაიგო მისი სახლის გზები? 21  იქნებ იმიტომ იცი, რომ მაშინ გაჩნდი,+ და დიდია შენი დღეების რიცხვი?! 22  შესულხარ თოვლის+ საცავებში ან სეტყვის+ საცავებს თუ ხედავ, 23  რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ, ბრძოლისა და ომის+ დღისთვის? 24  სად არის გზა, რომლითაც სინათლე ნაწილდება და რომლითაც აღმოსავლეთის ქარი+ ვრცელდება დედამიწაზე? 25  ვინ დაყო სანიაღვრე არხი და მგრგვინავი, საწვიმარი ღრუბლის გზა,+ 26  რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწასა+ და უდაბნოს, სადაც კაციშვილი არ არის, 27  დაარწყულოს ქარიშხლით გაუდაბურებული და გაპარტახებული ადგილები და აღმოაცენოს ბალახი?+ 28  ჰყავს წვიმას+ მამა ან ვინ წარმოშვა ნამი?+ 29  სინამდვილეში ვისი მუცლიდან გამოდის ყინული ან ვინ ბადებს ციურ ჭირხლს?+ 30  თითქოს ქვაში იმალება წყალი და მყარდება+ ღრმა წყლის ზედაპირი. 31  შეგიძლია შეკრა ქიმას თანავარსკვლავედის* საკვრელები ან შეგიძლია მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის*+ საბელები? 32  შეგიძლია თავის დანიშნულ დროს გამოიყვანო მაზაროთის თანავარსკვლავედი* და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე? 33  იცი, რა წესებია ზეცაში,+ ან შეგიძლია მისი კანონები დედამიწაზე დაადგინო? 34  შეგიძლია ხმა მიაწვდინო ღრუბლებს, რომ წყლის დიდმა ნაკადმა დაგფაროს?+ 35  შეგიძლია წარგზავნო ელვა, რომ წავიდეს და გითხრას, აქა ვარო? 36  ვინ ჩადო სიბრძნე+ ღრუბლებში ან გაგების უნარი+ — ციურ მოვლენაში? 37  ზუსტად ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ვინ გადმოაპირქვავებს წყლის ზეციურ ჭურჭლებს,+ 38  როცა მტვერი ჩამოსხმულ მასად იქცევა და მიწის ბელტები ერთმანეთს ეკვრის? 39  შეგიძლია ლომისთვის ნანადირევის მოპოვება და ძლიერი ლომებისთვის+ ცხოველური მადის დაკმაყოფილება, 40  როცა სამალავში არიან ჩამსხდრები+ ან საფარში — ჩასაფრებულები? 41  ვინ უმზადებს ყორანს საჭმელს,+ როცა მისი ბახალები საშველად ღმერთს შესჩხავიან, საჭმელად არაფერი აქვთ და დაძრწიან?»

სქოლიოები

ანუ ანგელოზები.
იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქიმას თანავარსკვლავედთან“.
იხილეთ 9:9-ის სქოლიო „ქესილის თანავარსკვლავედთან“.
უცნობი თანავარსკვლავედი.
იხილეთ 9:9-ის სქოლიო „აშის თანავარსკვლავედთან“.