წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 37:1—24

37  «ძგერას მიწყებს გული+ ამის გამო და საგულიდან მივარდება.   ხალხო, მოუსმინეთ მის მქუხარე ხმას+ და მისი პირიდან გამომავალ გრგვინვას.   მთელ ცისქვეშეთში უშვებს მას და ელვას+ დედამიწის კიდეებს აწვდენს.   შემდეგ მჭექარე ხმა ისმის, თავის აღმატებულ+ ხმას აქუხებს+ და არ აკავებს მას, როცა გამოსცემს.+   საოცრად ქუხს ღმერთი თავისი ხმით,+ დიდებულ და ჩვენთვის ჩაუწვდომელ საქმეებს აკეთებს.+   თოვლს ეუბნება: „დაეშვი მიწისკენ“,+ იმავეს ეუბნება თავსხმასაც და ძლიერ კოკისპირულ წვიმასაც.+   ყოველ კაცს ბეჭედს ასვამს ხელზე, რომ ყველა მოკვდავმა იცოდეს მისი საქმე.   მიდის მხეცი ჩასასაფრებლად, თავის სამალავში ბინადრობს.+   შიდა ოთახიდან+ მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან უბერავს სიცივე.+ 10  ღვთის სუნთქვა წარმოქმნის ყინულს+ და წყალი სივრცეშია შეკავებული*.+ 11  ღრუბელს სინოტივით ამძიმებს და მისი სინათლე+ ფანტავს ღრუბლებს. 12  ისინი მისი ხელმძღვანელობით ბრუნავენ თავიანთი საქმის შესასრულებლად, საითკენაც არ უნდა უბრძანოს+ ნაყოფიერი მიწის პირზე. 13  გასაჯოხად+ იქნება ეს თუ მიწისთვის,+ ან კიდევ სიკეთისთვის*,+ იგი შედეგს გამოაღებინებს. 14  ყური დაუგდე ამას, იობ, გაჩერდი და დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+ 15  იცი, როდის მისცა მათ ბრძანება+ და როდის გამოანათებინა თავის ღრუბელს? 16  იცი, როგორ ჩერდებიან ღრუბლები,+ სრულყოფილი ცოდნის მფლობელის საოცარი საქმეები?+ 17  როგორ ცხელდება შენი ტანსაცმელი, როცა მიწას სამხრეთის ქარი აწყნარებს?+ 18  შეგიძლია მასთან ერთად გამოჭედო ცა+ ისეთივე მაგარი, როგორიც ჩამოსხმული სარკეა? 19  გვითხარი, რა ვუთხრათ მას, ვერ ვპოულობთ სიტყვებს სიბნელის გამო. 20  უნდა ემცნოს მას, რომ ლაპარაკი მსურს? განა უთქვამს ვინმეს, რომ ეს ეუწყება მას?+ 21  სინამდვილეში ვერ ხედავენ ისინი სინათლეს. ის კაშკაშებს ცაში, როცა გადაივლის ქარი და წმენდს ცას. 22  ჩრდილოეთიდან ოქროს სიდიადე მოდის. შიშის მომგვრელია ღვთის დიდება;+ 23  ჩვენ კი არ შეგვიცნია ყოვლისშემძლე.+ აღმატებულია იგი ძლიერებით+ და არ დააკნინებს+ სამართლიანობასა+ და უხვ სიმართლეს.+ 24  ამიტომაც ეშინოდეს ხალხს მისი.+ იგი არაფრად აგდებს მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია».+

სქოლიოები

ანუ გაყინული.
იხილეთ 6:14-ის სქოლიო.