წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 36:1—33

36  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   „ცოტაც მომითმინე და გიჩვენებ, რომ ჯერ კიდევ არის სიტყვები ღვთის სასარგებლოდ.   შორიდან მოვიტან ჩემს ცოდნას და ჩემი გამომსახველის სიმართლეს გავაცხადებ.+   არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, ის — სრულყოფილი ცოდნის+ მფლობელია შენ წინაშე.   ძლევამოსილია+ ღმერთი და არ უარყოფს კაცს, ძლევამოსილია გულის ძლიერებით.   არც ერთ ბოროტს არ დატოვებს ცოცხალს,+ დაჩაგრულებს კი სამართალს გაუჩენს.+   არ მოარიდებს თვალს არც ერთ მართალს,+ არც მეფეებს ტახტზე. . . + სამუდამოდ დასხამს მათ და ისინიც დიდებას მოიხვეჭენ.   თუ მათ ბორკილები დაედებათ,+ გაჭირვების თოკით დაიბმებიან.   მაშინ ეტყვის მათ, როგორ იქცევიან და რაში სცოდავენ, რადგან მეტისმეტად ამაყდებიან. 10  გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის+ და ეტყვის, რომ ზურგი უნდა აქციონ სიავის ქმნას.+ 11  თუ დაემორჩილებიან და ემსახურებიან, მათ დღეებს კარგი დასასრული ექნება და მათი წლებიც ნეტარებით დასრულდება.+ 12  მაგრამ, თუ არ დაემორჩილებიან, მახვილით+ დაიღუპებიან+ და უცოდინარობაში დაიხოცებიან. 13  გულით განდგომილები რისხვას აღვივებენ.+ შველას არ ითხოვენ, რადგან შებორკილი ჰყავს მას. 14  ისინი* ახალგაზრდები დაიხოცებიან,+ მათი სიცოცხლე კი ტაძრის მეძავ მამაკაცებს შორის დასრულდება.+ 15  საწყალს გაჭირვებისგან იხსნის და ჩაგვრის დროს გაუხსნის მათ ყურებს. 16  უეჭველად დაგიხსნის გაჭირვების ხახიდან!+ სანაცვლოდ დიდი სივრცე+ იქნება და არა შეზღუდული; შენი მაგიდა შენდა სანუგეშოდ ნოყიერებით აივსება.+ 17  ბოროტის წინააღმდეგ გამოტანილ სასამართლო განაჩენს+ დაინახავ; სასამართლო განაჩენი და სამართლიანობა ერთმანეთს ჩაეჭიდება. 18  გაფრთხილდი, რომ რისხვამ+ ღვარძლიანი ტაშის დაკვრაში არ ჩაგითრიოს. გზიდან არ გადაგიყვანოს დიდმა გამოსასყიდმა.+ 19  განა გიშველის დახმარებისთვის ღაღადი?+ არა, მთელი შენი ძალისხმევაც კი არ გიშველის გასაჭირში.+ 20  ქოშინით ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხი თავისი ადგილსამყოფლიდან მიდის. 21  გაფრთხილდი, რომ არ გადაუხვიო სიავის ქმნისკენ,+ ვინაიდან ეს არჩიე გაჭირვებას.+ 22  ღმერთი დიდებულად მოქმედებს თავისი ძლიერებით. ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი? 23  ვინ მოჰკითხავს მას პასუხს+ და ვინ ეტყვის, უმართლობა ჩაიდინეო?+ 24  გახსოვდეს, რომ დიდება უნდა მიაგო მის საქმეებს,+ რომლებსაც ხალხი უმღერის.+ 25  მთელი კაცობრიობა მათ შეჰყურებს და მოკვდავი ადამიანი მათ შესცქერის შორიდან.+ 26  ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით;+ გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი.+ 27  მაღლა ააქვს წყლის წვეთები+ და ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან, 28  რათა ღრუბლებმა იწვეთონ+ და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას. 29  მართლაც, ვინ რას გაუგებს ღრუბლების ფენას და მისი კარვის გრუხუნს?+ 30  თავისი სინათლე მასზე განავრცო+ და ზღვას ფსკერი დაუფარა; 31  მათი საშუალებით ხალხებს ესარჩლება+ და უხვად იძლევა საკვებს.+ 32  ხელში უჭირავს ელვა და ბრძანებას აძლევს მას თავდამსხმელის წინააღმდეგ.+ 33  გრგვინვა+ გვაუწყებს მასზე და პირუტყვი — მის მოახლოებაზე“.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მათი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.