წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 35:1—16

35  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   „ეს მიგაჩნია სამართლად? ამბობ, ჩემი სიმართლე ღვთისას აღემატებაო.+   იმასაც ამბობ, ეს რას გარგებსო?+ განა ახლა იმაზე მეტი სარგებლობა მაქვს, ვიდრე შეცოდებისასო?+   მე შეგეპასუხებით შენც და შენს მეგობრებსაც.+   ახედე ცას+ და შეხედე ღრუბლებს,+ შენზე მაღლა არიან ისინი.   თუ მართლა შესცოდავ, რას დაუშავებ მას?+ თუ კიდევ უფრო გაურჩდები, რას უზამ მას?   მართალიც რომ იყო, რას შემატებ მას, ან რას მიიღებს იგი შენი ხელიდან?+   შენმა ბოროტებამ შეიძლება ავნოს შენნაირ კაცს+ და შენმა სიმართლემ არგოს ადამიანის ძეს.+   შველას ითხოვენ დიდი ჩაგვრის გამო;+ შველას ითხოვენ დიდებულთა მკლავის გამო,+ 10  მაგრამ მაინც არავინ ამბობს, სად არის ღმერთი, ჩემი დიდებული შემოქმედი,+ ღამით სასიმღეროდ აღმძვრელიო.+ 11  ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის,+ ვიდრე ცხოველებს;+ უფრო მეტად გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს. 12  ღაღადებენ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი,+ ბოროტები და ამაყები+ არიან. 13  მხოლოდ სიცრუეს არ უსმენს ღმერთი+ და ამას არ უყურებს ყოვლისშემძლე.+ 14  მით უმეტეს, როცა ამბობ, რომ ვერ ხედავ მას!+ სასამართლო საქმე მის წინაშეა და ამიტომ მოუთმენლად უნდა დაელოდო მას.+ 15  ახლა კი, რადგან ის რისხვით პასუხს არ გთხოვს,+ ის არც მეტისმეტ დაუფიქრებლობას აქცევს ყურადღებას.+ 16  იობი კი სულ ტყუილუბრალოდ ხსნის ბაგეებს, უცოდინარობით ბევრს ლაპარაკობს“.+

სქოლიოები