წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 34:1—37

34  განაგრძო ელიჰუმ და თქვა:   «მოუსმინეთ, ბრძენნო, ჩემს სიტყვებს და, მცოდნენო, ყური დამიგდეთ,   რადგან ყური არჩევს სიტყვებს,+ როგორც სასა — საჭმლის გემოს.+   ავირჩიოთ სამართალი და ჩვენვე გავიგოთ, რა არის კარგი.   ვინაიდან იობმა თქვა: „მე მართალი ვარ,+ მაგრამ ღმერთმა წამართვა სამართალი.+   განა ვიტყუები ჩემს სამართალში? უკურნებელია ჩემი მწვავე ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+   რომელი ვაჟკაცი ჰგავს იობს,+ წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?+   სიავის მქნელებთან მეგობრობისა და ბოროტთა გზას ადგას.+   ვინაიდან ასე თქვა: „რას არგებს კაცს,+ თუ ღმერთში პოვებს კმაყოფილებას?“ 10  ამიტომ მომისმინეთ, თქვენ, ვისაც გაგებული გული გაქვთ.+ შორს არის ღვთისგან ბოროტება+ და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!+ 11  ვინაიდან მისი საქციელისამებრ მიუზღავს+ იგი ადამიანს და მისი გზისამებრ მიაგებს მას. 12  არ მოქმედებს ღმერთი ბოროტებით+ და ყოვლისშემძლე არ ამრუდებს სამართალს.+ 13  ვინ ჩააბარა მას დედამიწა და ვინ მიანდო მას მთელი ნაყოფიერი მიწა? 14  თუ თავის გულს მიაქცევს ვინმესკენ და თავისთან წაიღებს მის სულსა* და სუნთქვას,+ 15  ყველა ხორციელი მოკვდება და მტვერს დაუბრუნდება ადამიანი.+ 16  თუ გაქვს გაგების უნარი, მოისმინე, ყური დაუგდე ჩემს სიტყვებს. 17  განა იბატონებს სამართლიანობის მოძულე?+ თუ ძლიერი მართალია, განა გამოაცხადებ მას ბოროტად?+ 18  ვინ ეტყვის მეფეს, უვარგისი ხარო? წარჩინებულს — ბოროტი ხარო?+ 19  ერთია ის, ვისაც მიკერძოება არ გამოუჩენია მთავრების მიმართ და არ გაურჩევია საწყალი წარჩინებულისგან,+ რადგან ყველა მისი ხელის ნამოქმედარია.+ 20  მყისვე კვდებიან+ ისინი შუაღამისას;+ ირყევა ხალხი და მიდიან, ხელშეუხებლად მიდიან ძლიერები.+ 21  ვინაიდან ადამიანის გზას დაჰყურებს მისი თვალები+ და მის ნაბიჯებს ხედავს იგი. 22  არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი, სადაც სიავის მქნელები დაიმალებოდნენ.+ 23  არ უნიშნავს დროს არც ერთ ადამიანს სასამართლოზე ღმერთთან წარსადგომად. 24  ყოველგვარი გამოძიების გარეშე მუსრავს ძლიერებს+ და მათ ადგილზე სხვებს აყენებს;+ 25  ვინაიდან ამჩნევს მათ საქმეებს+ და ღამით ამხობს მათ, ისინი კი იმუსრებიან.+ 26  ყველას თვალწინ ურტყამს მათ, როგორც ბოროტებს,+ 27  რადგან გადაუხვიეს და აღარ მიჰყვებიან მას,+ არც ერთ მის გზას არ უკვირდებიან.+ 28  საწყალთა ღაღადი სწვდება მას და ისიც ისმენს დაჩაგრულთა ღაღადს.+ 29  როცა ის სიმშვიდეს ჩამოაგდებს, ვინ დასდებს მსჯავრს? და როცა სახეს იფარავს,+ ვინ იხილავს მას? სულ ერთია, ერი+ იქნება თუ კაცი, 30  რათა არ იმეფოს განდგომილმა+ და არ იყოს ხალხისთვის მახე+ დაგებული. 31  ვინ ეტყვის ღმერთს: „დავიტანჯე, თუმცა არ ვიქცევი სამარცხვინოდ.+ 32  თუმცა ვერაფერს ვხედავ, მაინც მასწავლე, და თუ რაიმე უმართლობა ჩამიდენია, აღარ გავიმეორებ“.+ 33  განა მოგაგებს შენი სურვილისამებრ, როცა მის სამართალს უარყოფ, როცა ეს არჩევანი შენია და არა ჩემი? ილაპარაკე, რაც იცი. 34  გაგებული გულის+ მქონე ხალხიც მეტყვის და ბრძენი ვაჟკაციც, რომელიც მისმენს, 35  არ იცის იობმა, რას ლაპარაკობს+ და წვდომის უნარი არ ჩანს მის სიტყვებშიო. 36  მამა, ბოლომდე გამოიცადოს იობი სიავის მქნელებს შორის გაცემული პასუხების გამო,+ 37  რადგან თავის ცოდვას ურჩობას უმატებს;+ ხელს ხელს ურტყამს ჩვენ შორის და ბევრს ლაპარაკობს ჭეშმარიტი ღვთის წინააღმდეგ».+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.