წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 33:1—33

33  «ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები და ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს.   უნდა გავხსნა ბაგე და ჩემმა ენამ და სასამ+ ერთად უნდა ილაპარაკონ.   ჩემი სიტყვები გულის სიმართლიდან მომდინარეობს+ და ჩემს ცოდნას გულწრფელად გადმოსცემს ჩემი ბაგე.+   თვით ღვთის სულმა შემქმნა+ და ყოვლისშემძლის სუნთქვამ მომცა სიცოცხლე.+   გამეცი პასუხი, თუ შეგიძლია, მომმართე, დამიდექი.   ჭეშმარიტი ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც.+ მეც თიხისგან ვარ გამოსახული.+   ჩემი არ შეგეშინდება და არ შეგაძრწუნებ, არაფრით არ დაგამძიმებ.+   შენ ჩემ გასაგონად თქვი და მეც ვისმენდი შენს სიტყვებს:   „წმინდა და უცოდველი ვარ,+ სუფთა და უდანაშაულო.+ 10  მიზეზს ეძებს იგი, რომ შემეწინააღმდეგოს, თავის მტრად მიმიჩნევს.+ 11  ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს+ და ჩემს გზებს დარაჯობს“.+ 12  მე გეუბნები, რომ ამაში არა ხარ მართალი,+ რადგან ბევრად დიდია ღმერთი მოკვდავ კაცზე.+ 13  რატომ ედავები მას?+ განა იმიტომ, რომ შენს ყველა სიტყვას არ პასუხობს?!+ 14  ღმერთი ერთხელ ამბობს და ორჯერ,+ — ყურადღებას კი არ აქცევენ, — 15  სიზმარსა+ და ღამის ხილვაში,+ როცა ღრმა ძილით შეპყრობილები თავიანთ საწოლებზე თვლემენ.+ 16  სწორედ მაშინ უხსნის ყურს მათ+ და თავის შეგონებას ბეჭდავს მათში, 17  რომ ჩამოაშოროს კაცი თავის საქმეს+ და ვაჟკაცი სიამაყისგან+ დაიფაროს. 18  არ უშვებს საფლავში* მის სულს+ და მახვილს არიდებს მის სიცოცხლეს.+ 19  მას ტკივილი ამხილებს თავის საწოლზე და არ უწყნარდება ძვლები. 20  მისმა სიცოცხლემ პური შეიზიზღა,+ მისმა სულმა კი — საყვარელი საჭმელი. 21  ხორცი დაელია და აღარ უჩანს, ძვლები კი, რომლებიც არ უჩანდა, უშიშვლდება. 22  საფლავს უახლოვდება მისი სული*,+ მისი სიცოცხლე კი — სიცოცხლის მომსწრაფველებს. 23  თუ ჰყავს მაცნე*, შუამავალი, ათასიდან ერთი მაინც, რომ უთხრას კაცს, როგორ მოიქცეს სიმართლით, 24  ის მოიწონებს მას და იტყვის: „ნუ ჩავარდება საფლავში,+ ვიპოვე გამოსასყიდი!+ 25  განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად+ და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“.+ 26  შეევედრება ღმერთს, რომ მოიწონოს იგი;+ იხილავს მის სახეს და იყიჟინებს. ის აღუდგენს მოკვდავ კაცს თავის სიმართლეს. 27  უმღერებს ხალხს და იტყვის: „შევცოდე+ და სიმართლე გავამრუდე, ეს არ უნდა გამეკეთებინა. 28  მან გამოისყიდა ჩემი სული საფლავში+ ჩავარდნისგან; ჩემი სიცოცხლე სინათლეს იხილავს“. 29  ღმერთი უკეთებს ამ ყველაფერს ადამიანს ორჯერ და სამჯერ, 30  საფლავიდან რომ დააბრუნოს მისი სული,+ რათა ცოცხალთა ნათელი მოეფინოს მას.+ 31  ყურადღებით იყავი, იობ! მომისმინე! ჩუმად იყავი, მე უნდა ვილაპარაკო. 32  თუ რაიმე გაქვს სათქმელი, გამეცი პასუხი. ილაპარაკე, რადგან მომწონს შენი სიმართლე. 33  თუ არადა, მე მომისმინე.+ ჩუმად იყავი და მე გასწავლი სიბრძნეს».

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ორმოში.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ანუ ანგელოზი.