არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 30:1—31

30  „ახლა კი ჩემზე უმცროსები+ დამცინიან,+ რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლების გვერდითაც კი არ დავაყენებდი.   რას მარგებდა მათი მკლავის ძალა? დაილია მათი ძლიერება.+   უნაყოფონი არიან სიდუხჭირისა და შიმშილის გამო, ღრღნიან უწყლო ადგილს,+ გუშინ ქარიშხალმა რომ გააპარტახა.   მარილიან ბალახს კრეფდნენ ბუჩქებთან და ბუჩქის ფესვები იყო მათი საჭმელი.   გარიყულები იყვნენ საზოგადოებიდან+ და ხალხი ისე უყვიროდა მათ, როგორც ქურდებს.   ხევის ფერდობზე მკვიდრობენ, მიწის ღრმულებსა და კლდეებში.   ბუჩქებიდან ღაღადებენ და ჭინჭრებში ეხუტებიან ერთმანეთს.   უგუნურისა+ და უსახელოს ძეები შოლტით არიან განდევნილნი ქვეყნიდან.   ახლა მე გავხდი მათი სასიმღერო+ და დასაცინი.+ 10  შემიძულეს, შორს უჭირავთ თავი ჩემგან+ და არ იკავებენ თავს, სახეში მაფურთხებენ.+ 11  ვინაიდან მოუშვა მან ჩემი მშვილდის ლარი და დამამდაბლა. ლაგამი მიუშვეს მათ ჩემ წინააღმდეგ. 12  ჩემ მარჯვნივ წამოიმართნენ ეს ნაშიერნი. ფეხი კი გამითავისუფლეს, მაგრამ დამღუპველ დაბრკოლებებს მიქმნიან.+ 13  დამინგრიეს სავალი; მარტო იმაში დამეხმარნენ, რომ უბედურება შემმთხვეოდა,+ მშველელი არ დასჭირვებიათ. 14  თითქოს დიდი ნაპრალიდან გამოდიანო, ქარიშხალივით მოგრიალდნენ. 15  თავზარი დამეცა, თითქოს ქარმა წაიღო ჩემი წარჩინებულობა და ღრუბელივით გადაიარა ჩემმა ხსნამ. 16  ჩემშივე იცლება ჩემი სული;+ გაჭირვების დღეები+ მიპყრობენ. 17  ღამით ძვლები+ დამებურღა და დამძვრა, ტკივილი მღრღნის და არ მიყუჩდება.+ 18  მომეტებულმა ძალამ სახე უცვალა ჩემს სამოსელს, ჩემი მოსასხამის საყელოსავით მარტყია გარს. 19  თიხას დამაბრუნა, რომ მიწასა და ნაცარს დავმსგავსებოდი. 20  შველასა გთხოვ, მაგრამ არ მპასუხობ;+ ვდგავარ, რომ ყურადღება მომაქციო. 21  იცვლები, რომ სასტიკად მომეპყრო,+ მთელი შენი მკლავის ძლიერებით მემტერები. 22  ჯერ ქარზე მაყენებ, რომ გავიქროლო, მერე კი გრგვინვით მანადგურებ. 23  კარგად ვიცი, რომ სიკვდილს დაუბრუნებ ჩემს თავს,+ ყველა ცოცხლის შესაკრებელ სახლში. 24  მაგრამ არავინ სწევს ხელს უბრალო ნანგრევების გროვაზე,+ არც არავის დაუძლურებისას ისმის საშველად ღაღადი მისი უბედურების გამო. 25  გაჭირვებულისთვის ვტიროდი+ და დამწუხრებული მქონდა სული ღარიბის გამო.+ 26  კარგს ველოდი, მაგრამ ცუდი შემემთხვა;+ სინათლეს ველოდი, მაგრამ წყვდიადმა დაისადგურა. 27  ამიდუღდა ნაწლავები და არ ჩუმდება, გაჭირვების დღეები დამიდგა. 28  დანაღვლიანებული+ დავდიოდი, მზე არ მინათებდა, კრებულში ვდგებოდი და შველას ვითხოვდი. 29  ძმად გავუხდი ტურებს და მეგობრად — სირაქლემის+ ასულებს. 30  კანი ჩამიშავდა+ და ამძვრა, ძვლები კი სიმშრალისგან გამიხურდა. 31  ჩემი ქნარი მხოლოდ გლოვისთვის არის, ჩემი სტვირი კი — მოტირალთა ხმისთვის“.

სქოლიოები