არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 3:1—26

3  ამის შემდეგ გახსნა იობმა ბაგე, დასწყევლა თავისი დღე+  და თქვა:   „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+ და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!   დაბნელდეს ის დღე. ნუ მოხედავს მას ღმერთი მაღლიდან და ნურც განათდება.   დაუბრუნდეს სიბნელესა და უკუნეთს. წვიმის ღრუბელმა გადაფაროს იგი. თავზარი დასცეს იმან, რაც დღეს აბნელებს.+   ის ღამე უკუნეთმა შეიპყროს,+ არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორის და არ შევიდეს მთვარისმიერი თვეების რიცხვში.   უნაყოფოდ იქცეს ის ღამე და არ გაისმას მხიარული შეძახილი.+   დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა, მათ, ვისაც ლევიათანის*+ გაღვიძება შეუძლია.   დაბნელდეს მისი ბინდის ვარსკვლავები და ელოდოს სინათლეს, რომელიც არ მოვა. არ იხილოს განთიადის ნათელი. 10  ვინაიდან არ დაუხშო დედაჩემს საშვილოსნოს კარი,+ რათა დაემალა გასაჭირი ჩემს თვალთაგან. 11  რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?+ რატომ მუცლიდან გამოსვლისთანავე არ გავთავდი? 12  რატომ მიმიღეს მუხლებმა ანდა ძუძუმ,+ რომელსაც ვწოვდი? 13  ახლა ხომ ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი,+ მეძინებოდა და მოვისვენებდი+ 14  დედამიწის მეფეებთან და მრჩევლებთან ერთად,+ რომელთა აშენებულიც პარტახდება,+ 15  ან ოქროს მფლობელ მთავრებთან და ვერცხლით სახლის ამავსებლებთან. 16  რატომ არ მოვწყდი მუცელს+ ფარულად იმ ჩვილებივით, რომელთაც სინათლე არ უნახავთ?+ 17  სადაც ბოროტებმა შეწყვიტეს მრისხანება,+ და სადაც ძალაგამოლეულნი განისვენებენ;+ 18  სადაც პატიმრები უზრუნველად არიან, არ ესმით მეთვალყურის ხმა, რომელსაც სამუშაოდ მიჰყავს ისინი;+ 19  სადაც დიდი და პატარა თანასწორნი არიან,+ და სადაც მონა თავისუფალია ბატონისგან. 20  რატომ აძლევს ის სინათლეს შეწუხებულს, და სულგამწარებულს+ — სიცოცხლეს? 21  რატომ არ კვდებიან სიკვდილს მონატრებულები,+ თუმცა დამალულ განძზე მეტად ეძებენ მას? 22  სიხარულით აღტაცებულები ხარობენ, რადგან იპოვეს დასამარხი ადგილი. 23  რატომ აძლევს ის სინათლეს ვაჟკაცს, რომლის გზაც არა ჩანს,+ და რომელსაც ღმერთი ზღუდავს?+ 24  ვინაიდან ჩემს პურს ჩემი ოხვრა უსწრებს წინ+ და ჩემი ღრიალი წყლების ღრიალსა ჰგავს.+ 25  საშინელება დამატყდა თავს, ის, რაც მაშინებდა. შემემთხვა ის, რაც მზარავდა.+ 26  არ ვყოფილვარ უზრუნველად და მშვიდად, მოსვენება არ მინახავს, და მაინც რისხვა მატყდება თავს“.

სქოლიოები

სეპტუაგინტის მიხედვით ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.