არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 29:1—25

29  განაგრძო იობმა იგავებით ლაპარაკი:   «ნეტავ ისევ წარსულ მთვარისმიერ თვეებში ვცხოვრობდე,+ როცა ღმერთი მმფარველობდა;+   როცა თავზე მანათებდა თავის ლამპარს და მისი სინათლით დავდიოდი სიბნელეში.+   ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,+ როცა ჩემს კარავში ღმერთთან სიახლოვე სუფევდა;+   როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლე და ჩემ გარშემო იყვნენ ჩემი მსახურები;   როცა კარაქში ვავლებდი ჩემს ნაბიჯებს და კლდიდან ზეთის ნაკადები იღვრებოდა ჩემთვის;+   როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+ და მოედანზე ადგილს ვიმზადებდი.+   როცა ბიჭები ჩემ დანახვაზე იმალებოდნენ და მოხუცები ფეხზე დგებოდნენ.+   სათქმელისგან მთავრებიც თავს იკავებდნენ და პირზე ხელს იფარებდნენ.+ 10  დიდებულები ხმას ვერ იღებდნენ და ენა სასაზე ეკვროდათ.+ 11  ყური მისმენდა და ბედნიერად მთვლიდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, 12  ვინაიდან ვიხსნიდი დაჩაგრულს, რომელიც შველას ითხოვდა,+ უმამო ბავშვსა და ყველა უმწეოს.+ 13  დასაღუპავად განწირულის კურთხევა+ მე მეძლეოდა და ქვრივს გულს ვუხარებდი.+ 14  სიმართლით ვიმოსებოდი, ის კი მე მმოსავდა.+ ჩემი სამართალი მოსასხამივითა და თავსაბურავივით იყო. 15  ბრმისთვის თვალი ვიყავი+ და კოჭლისთვის — ფეხი; 16  ღარიბებისთვის ნამდვილი მამა ვიყავი+ და უცნობის სასამართლო საქმესაც ვარჩევდი.+ 17  დამნაშავეს ყბებს ვუმტვრევდი+ და კბილებიდან ვგლეჯდი მსხვერპლს. 18  ვამბობდი: „ჩემს სამყოფელში მოვკვდები+ და დღეებს ქვიშასავით გავიმრავლებ.+ 19  ჩემი ფესვი წყლამდეა გადგმული+ და ნამი დევს ღამით ჩემს ტოტზე. 20  არ ჭკნება ჩემი დიდება და ჩემი ხელი კვლავაც გაისვრის მშვილდს“. 21  მე მისმენდნენ ისინი და მე მელოდნენ; როცა რჩევას ვაძლევდი, ჩუმად იყვნენ.+ 22  ჩემი სიტყვის მერე აღარაფერს ამბობდნენ და ცვარად ედებოდა მათ ჩემი სიტყვა;+ 23  წვიმასავით მელოდნენ+ და ფართოდ უღებდნენ პირს გაზაფხულის წვიმას.+ 24  გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, არ იშორებდნენ ჩემი სახის ნათელს.+ 25  გზას ვურჩევდი მათ და თავკაცად ვიჯექი; ისე ვცხოვრობდი, როგორც მეფე თავის ჯარს შორის,+ და მგლოვიარეებს ნუგეშისმცემლად ვყავდი».+

სქოლიოები