წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 28:1—28

28  «არსებობს ვერცხლის მოსაპოვებელი და ოქროს გასაწმენდი ადგილი.+   რკინას მიწიდან იღებენ+ და ქვიდან ადნობენ სპილენძს.   ბოლო მოუღო მან სიბნელეს; კიდითკიდემდე ეძებს+ ქვას წყვდიადსა და უკუნ სიბნელეში.   გათხარა მაღარო ადამიანთა საცხოვრებლიდან შორს,+ მივიწყებულ ადგილებში, ადამიანთა სავალიდან შორს. ჩაეშვა ზოგი მოკვდავი და დაკიდებულია.   მიწიდან აღმოცენდება საკვები,+ მაგრამ მიწა შიგნიდან თითქოს ცეცხლით ამობრუნებულაო.   მისი ქვები საფირონის+ ადგილია; მასშია ოქროს მტვერი.   არც ერთმა მტაცებელმა ფრინველმა+ არ იცის ის ბილიკი, არც შავ ძერას+ მოუკრავს თვალი მისთვის;   ის არც დიდ მტაცებელ ცხოველებს გაუტკეპნიათ; არც ლომს გაუვლია მასზე.   კაჟისკენ იწვდის ხელს და ძირფესვიანად აყირავებს მთებს. 10  კლდეებში წყალუხვი არხები გაჰყავს+ და ყველანაირ ძვირფასეულობას ხედავს მისი თვალი. 11  მდინარეებს სათავეშივე ხერგავს+ და დაფარული სინათლეზე გამოაქვს. 12  სიბრძნე კი — სად შეიძლება იპოვო?+ სად არის გაგების უნარი? 13  მოკვდავმა არ იცის მისი ფასი;+ ვერ იპოვი მიწაზე, სადაც ხალხი ცხოვრობს. 14  ღრმა წყალმა თქვა: „არ არის ის ჩემში“. ზღვამაც თქვა: „არ არის ის ჩემთან“.+ 15  არ გაიცვლება ის სუფთა ოქროზე+ და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად. 16  ვერ გადაიხდი მასში ოფირის ოქროს,+ ვერც იშვიათ ონიქსს და ვერც საფირონს. 17  ვერც ოქრო შეედრება მას და ვერც მინა. ის არც ხალასი ოქროს ჭურჭელზე გაიცვლება. 18  მარჯანი+ და მთის ბროლი რა სახსენებელია, ქისა სიბრძნე კი ქისა მარგალიტზე+ ძვირფასია. 19  ვერ შეედრება მას ქუშის ტოპაზი;+ ბაჯაღლო ოქროსაც კი ვერ გადაიხდი მასში. 20  სიბრძნე კი — საიდან მოდის,+ და სად არის გაგების უნარი? 21  დამალულია ყველა ცოცხლის თვალთაგან;+ ცის ფრინველებისთვისაც დაფარულია. 22  განადგურება და სიკვდილი ამბობენ: „ჩვენი ყურით მოვისმინეთ მისი ამბავი“. 23  მხოლოდ ღმერთს ესმის მისი გზა+ და მხოლოდ მან იცის მისი ადგილი, 24  რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებს+ და მთელ ცისქვეშეთს ხედავს, 25  ქარს რომ წონა დაუდგინოს+ და წყლებს ზომები დაუწესოს.+ 26  როცა წვიმას წესი დაუდო+ და მგრგვინავ საწვიმარ ღრუბელს გზა მისცა, 27  მაშინ იხილა სიბრძნე და გამოაცხადა; მოამზადა ის, გამოიკვლია 28  და ადამიანს უთხრა: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე,+ გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“».+

სქოლიოები