წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 27:1—23

27  განაგრძო იობმა იგავებით+ ლაპარაკი:   „ცოცხალია ღმერთი,+ რომელმაც წამართვა სამართალი,+ და ცოცხალია ყოვლისშემძლე, რომელმაც სული გამიმწარა,+   სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ და ღვთის სული* მიდგას ნესტოებში,+   არ იტყვის ჩემი ბაგეები უმართლობას და ჩემი ენა არ წარმოთქვამს სიცრუეს.   ვერ გიწოდებთ მართლებს, ხალხო!+ სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!+   ჩავეჭიდე ჩემს სიმართლეს და არ დავთმობ;+ არც ერთი ჩემი დღის გამო არ დამცინებს ჩემი გული.+   ყოველმხრივ ბოროტად იქცეს ჩემი მტერი,+ და ჩემი მოწინააღმდეგე — ნამდვილ დამნაშავედ.   რა იმედი აქვს განდგომილს, თუ ის მოკვეთს მას,+ თუ ღმერთი სულს წაართმევს?+   განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს, თუ გასაჭირი დაატყდება თავს?+ 10  თუ ყოვლისშემძლეში პოვებს ნეტარებას? განა ყოველთვის მოუხმობს ღმერთს? 11  მე გასწავლით თქვენ ღვთის ხელით. არ დავმალავ იმას, რაც ყოვლისშემძლეს აქვს განზრახული.+ 12  თქვენ ხომ ყველამ ნახეთ ხილვები და რატომღა ისულელებთ თავს?+ 13  ასეთია ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან;+ ყოვლისშემძლისგან სასტიკთა მემკვიდრეობას მიიღებენ. 14  თუ ვაჟები გაუმრავლდება, მახვილისთვის გაუმრავლდება+ და მის შთამომავლობას საკმარისი საჭმელი არ ექნება. 15  მისიანი, ვინც გადარჩება, სასიკვდილო ჭირის დროს დაიმარხება, და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.+ 16  თუ ვერცხლს მიწასავით დაახვავებს და სამოსელს თიხასავით მოამზადებს, 17  მისი მომზადებულით მართალი შეიმოსება+ და მის ვერცხლში უდანაშაულოს ექნება წილი. 18  ჩრჩილივით აიშენა სახლი და კარავივით,+ გუშაგი რომ დგამს. 19  მდიდარი იქნება, როცა დაწვება, მაგრამ არაფერი შეუგროვდება; გაახელს თვალებს და აღარაფერი იქნება.+ 20  უეცარი შიში წყალივით შეიპყრობს მას+ და ღამით ქარიშხალი მოიტაცებს. 21  წაიღებს აღმოსავლეთის ქარი+ და გაქრება იგი, თავისი ადგილიდან ახვეტს მას.+ 22  დაეძგერება და არ შეიბრალებს,+ ის კი შეეცდება, გაექცეს მის ძალას.+ 23  დაცინვის ნიშნად ტაშს შემოჰკრავენ+ და მისივე ადგილიდან დაუწყებენ სტვენას“.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.