წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 26:1—14

26  მიუგო იობმა:   „როგორ დაეხმარე ძალაგამოლეულს! როგორ დაიხსენი უძლური მკლავი!+   რა რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს+ და რა სიბრძნე* ასწავლე ხალხს!   ვის ეუბნები ამ სიტყვებს და ვისი სუნთქვა გამოდის შენგან?   კანკალებენ უსიცოცხლოები წყლებისა და მათ ბინადართა ქვეშ.+   გაშიშვლებულია სამარე* მის წინაშე+ და მიუსაფარია ხრწნის ადგილი.   სიცარიელეზე განავრცო ჩრდილოეთი+ და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა.   თავის ღრუბლებში ახვევს წყლებს+ და ღრუბლები მათ ქვეშ არ სკდება.   ფარავს ტახტს ღრუბლით+ და ზედ ავლებს. 10  წყლების ზედაპირს წრე შემოავლო,+ სადაც სინათლეს სიბნელე ცვლის. 11  ზანზარებენ ზეცის სვეტები, მისი შერისხვით გაოგნებულები. 12  თავისი ძალით ააღელვა ზღვა+ და თავისი გაგების უნარით ნაკუწებად+ აქცია მოიერიშე*.+ 13  თავისი ქარით მოასწორა ზეცა+ და თავისი ხელით განგმირა სრიალა გველი.+ 14  აი, მისი გზების კიდეები,+ მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“+

სქოლიოები

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
იხილეთ 7:9-ის სქოლიო.
შესაძლოა ზღვაში მობინადრე უშველებელი არსება.