წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 24:1—25

24  „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს დრო დანიშნული+ და ვინც იცნობს მას, რატომ ვერ ხედავს მის დღეებს?+   არიან ისეთები, რომლებიც მიჯნას სწევენ;+ ფარას იტაცებენ, რომ თვითონ მწყემსონ.   მიერეკებიან უმამო ბავშვთა ვირებს და ქვრივის ხარი გირაოდ მიჰყავთ.+   ღარიბებს გზიდან აცდენენ,+ დედამიწაზე დაჩაგრულები კი იმალებიან.   აი, ზებრასავით+ გადიან უდაბნოში საჭმლის საძებრად; ხრიოკიდან იღებენ პურს თავიანთი შვილებისთვის.   ისინი მინდორში აგროვებენ საქონლის საკვებს და ბოროტთა ვენახებს სწრაფად ძარცვავენ.   შიშვლები, უტანსაცმლოდ ათევენ ღამეს+ და დასაფარებელი არაფერი აქვთ სიცივეში.+   მთის ქარიშხლით ილუმპებიან და კლდეს ეკვრიან, რადგან არა აქვთ თავშესაფარი.+   ისინი უმამო ბავშვს მკერდიდან იტაცებენ+ და რაც საწყლებს აცვიათ, გირაოდ მიაქვთ.+ 10  შიშვლებს უტანსაცმლოდ მოუწევთ წასვლა და მშივრებს — ძნების ტარება.+ 11  ტერასებად აშენებულ კედლებთან ატარებენ შუადღეს, ყურძენს საწნახელში წურავენ, მაგრამ მაინც სწყურიათ.+ 12  ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის, სასიკვდილოდ დაჭრილთა სულები შველას ითხოვენ+ და ღმერთიც კი არ მიიჩნევს ამას არასწორად.+ 13  ისინი სინათლის წინააღმდეგ+ მოჯანყეთა შორის არიან. არ ცნეს მისი გზები და მის სავალზე არ დამკვიდრდნენ. 14  კაცისმკვლელი დღისით დგება და კლავს საწყალსა და ღარიბს,+ ღამით კი ჩვეულებრივი ქურდი ხდება.+ 15  მრუშის თვალი+ დაბინდებას მოელის;+ ამბობს, ვერავინ მომკრავს თვალსო,+ და სახეს იფარავს. 16  ღამით სახლებში იჭრებიან, დღისით კი თავიანთთვის იკეტებიან; არ იციან დღის სინათლე.+ 17  მათთვის დილა უკუნეთია,+ რადგან იციან, რა არის უკუნეთის უეცარი საშინელება. 18  ის ჩქარა მიდის წყლის ზედაპირზე. დედამიწაზე მათი ნაკვეთი დაიწყევლება;+ ვეღარ დაუბრუნდება თავისი ვენახების გზას. 19  როგორც გვალვა და სიცხე ნთქავს თოვლის წყალს, ისე სამარე* ნთქავს შემცოდველებს!+ 20  დაივიწყებს მას საშვილოსნო და მატლი ტკბილად გამოწოვს.+ აღარავინ გაიხსენებს მას,+ უმართლობა კი ხესავით აიჩეხება.+ 21  ის საქმეს იჭერს უნაყოფო ქალთან, რომელსაც შობის უნარი აქვს წართმეული, და ქვრივთან,+ რომელსაც კარგს არაფერს უკეთებს. 22  თავისი ძლიერებით წაასხამს იგი ძლიერ ხალხს; ადგება, მაგრამ სიცოცხლის იმედი არ ექნება. 23  თავდაჯერებულს გახდის მას,+ რომ თავი გაიტანოს, ის კი თავისი თვალით დააკვირდება მათ გზებს.+ 24  ცოტა ხნით განდიდდებიან, მერე კი აღარ იქნებიან;+ დამდაბლდებიან+ და სხვებივით ამოიძირკვებიან, თავთავებივით მოიკვეთებიან. 25  ახლა ვინღა გამომიყვანს მატყუარად? ან ვინ აქცევს არარაობად ჩემს სიტყვას?“

სქოლიოები

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.