არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 23:1—17

23  მიუგო იობმა:   „ჩემი საწუხარი+ დღესაც კი ურჩობაა, ოხვრით მაქვს დამძიმებული ხელი.   ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო ის!+ პირდაპირ მის სამყოფელთან მივიდოდი.+   სასამართლო საქმეს წარვუდგენდი მას და პასუხებით ავივსებდი ბაგეებს.   გავიგებდი იმ სიტყვებს, რითაც მიპასუხებდა, და დავუფიქრდებოდი მის ნათქვამს.+   დამიპირისპირდებოდა თავისი უსაზღვრო ძლიერებით? არა! ნამდვილად მომისმენდა.+   მართალი მოაგვარებდა მასთან საქმეს და ჩემი მოსამართლისგან თავს დავიხსნიდი.   აღმოსავლეთით მივდივარ, მაგრამ ის იქ არ არის. უკან ვბრუნდები და ვერ ვამჩნევ მას.+   მარცხნივ მივდივარ, სადაც მოქმედებს, მაგრამ ვერ ვხედავ, მარჯვნივ ბრუნდება და მაინც ვერ ვხედავ. 10  კარგად იცის, რა გზას ვადგავარ,+ თუ გამომცდის, ოქროსავით გადავდნები.+ 11  მყარად მიდგას ფეხი მის კვალზე, მის გზას მივყვები და არ ვუხვევ.+ 12  არ გადავდივარ მისი ბაგით ნათქვამ მცნებას.+ ჩემთვის დაწესებულზე მეტად ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს.+ 13  ერთი აზრი აქვს და ვინ შეეწინააღმდეგება?!+ თავისი სულის სურვილს განახორციელებს.+ 14  ჩემთვის დაწესებულს ბოლომდე შეასრულებს+ და ამგვარ საქმეებს ბევრს აკეთებს. 15  ამიტომაც მაშფოთებს იგი; ყურადღებით ვარ და მეშინია მისი.+ 16  სწორედ ღმერთმა დააშინა ჩემი გული+ და შემაძრწუნა ყოვლისშემძლემ.+ 17  ვერც სიბნელემ გამაჩუმა და ვერც წყვდიადმა, რამაც სახე დამიფარა“.

სქოლიოები