არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

იობი 21:1—34

21  მიუგო იობმა:   «კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვადა ეს იყოს თქვენი ნუგეშისცემა.   დამაცადეთ ლაპარაკიდა სათქმელს რომ ვიტყვი, მერე დამცინეთ სათითაოდ.+   განა ვეუბნები ადამიანს ჩემს საწუხარს?რატომ ითმენს ჩემი სული?   ჩემკენ მოაბრუნეთ სახე, მომაჩერდითდა პირზე ხელი აიფარეთ.+   ამის გაფიქრებაც კი მზარავსდა სხეული მიცახცახებს.   რატომ ცოცხლობენ ბოროტები,+აღწევენ ხანდაზმულობას და მეტისმეტადაც მდიდრდებიან?+   მათი შთამომავლობა განმტკიცებულია მათ გვერდითდა მათი მოდგმა — მათ თვალწინ.   მშვიდობაა მათ სახლებში, შიში არ ეკარებათ+და არც ღვთის კვერთხია მოღერებული მათზე. 10  მისი ბუღა ამაკებს და თესლს ტყუილად არა ღვრის;მისი ძროხა იგებს+ და არ ბერწდება. 11  უშვებენ თავიანთ ყმაწვილებს, როგორც ფარას,და მათი ვაჟები დაკუნტრუშებენ. 12  ხმამაღლა მღერიან დაირისა და ქნარის ხმაზე,+სტვირი უკრავს და ისინიც მხიარულობენ. 13  დღეებს კარგად ატარებენ+და მყისვე ჩადიან სამარეში*. 14  ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებიან: „მოგვშორდი!+არ გვანიჭებს სიხარულს შენი გზების ცოდნა.+ 15  ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ?+რას გვარგებს მასთან ურთიერთობა?“+ 16  მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის.+ბოროტთა რჩევა შორს არის ჩემგან.+ 17  რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტთა ლამპარი+და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება?რამდენჯერ არგუნა განადგურება თავისი რისხვით?+ 18  განა ემსგავსებიან ბზეს ქარში+ან ნამჯას, ქარიშხლის მოტაცებულს? 19  ღმერთი ადამიანის სიავეს მისივე შვილებს შეუნახავს.+მიაგებს მას, რომ შეიგნოს.+ 20  საკუთარი თვალით დაინახავს თავის დაცემასდა ყოვლისშემძლის რისხვას შესვამს.+ 21  როგორღა გაიხარებს თავისი სახლით,როცა მისი თვეთა რიცხვი ორჯერ შემცირდება?+ 22  განა ღმერთსაც ასწავლის სიბრძნეს,+როცა ის თვითონ ასამართლებს დიდებულებს?!+ 23  თავისი სრული კეთილდღეობის დროს მოკვდება,+როცა უზრუნველად და უდარდელად იქნება, 24  როცა ქონით გაევსება ბარძაყებიდა ჯერ კიდევ ნედლი ექნება ძვლის ტვინი. 25  სხვა კი სულგამწარებული მოკვდება,როცა კარგი არაფერი უგემია.+ 26  ერთად ჩაწვებიან მიწაში+და მატლები დაეხვევიან.+ 27  ვიცი თქვენი ფიქრებიდა ზრახვები, გინდათ, ჩემდამი ძალადობა გამოავლინოთ.+ 28  ვინაიდან ამბობთ: „სად არის წარჩინებულის სახლიდა სად არის ბოროტმოქმედთა კარვები?“+ 29  არ გიკითხავთ მოგზაურთათვისდა არ უკვირდებით მათ ნათქვამს, 30  რომ უბედურების დღეს დაცულია ბოროტი+და დახსნილია რისხვის დღეს? 31  ვინ ეტყვის მას პირში მისი გზების შესახებ+და ვინ მიაგებს მას ნამოქმედარის მიხედვით?+ 32  საფლავში ჩაიტანენ+და სამარხს დარაჯს დაუყენებენ. 33  ეტკბილება მიწის ბელტები+და თან წაიყოლებს ადამიანთა მოდგმას;+მის წინ მყოფთ კი სათვალავი არ ჰქონდათ. 34  რა ამაოდ ცდილობთ ჩემს ნუგეშისცემას,+მცდარია თქვენი პასუხები!»

სქოლიოები

იხილეთ 7:9-ის სქოლიო.