წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 20:1—29

20  მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:   „ამიტომ მპასუხობს მშფოთვარე ფიქრები, შინაგანად აღელვებული ვარ.   შეურაცხმყოფელი შეგონება მესმის და სული მპასუხობს გაგების უნარის გარეშე, რომელიც მე მაქვს.   ოდითგანვე იცი, რომ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის შემდეგ+   ბოროტი ხალხის ყიჟინი ხანმოკლეა+ და განდგომილის სიხარული — დროებითი?   თუმცა ზეცას აღწევს მისი დიდება+ და ღრუბლებს სწვდება თავით,   სამუდამოდ ქრება თავისივე განავალივით;+ მისი მნახველები იკითხავენ, სად არისო.+   სიზმარივით გაფრინდება და ვეღარ იპოვიან, და ღამის ხილვასავით განიდევნება.+   თვალი, რომელიც მას ხედავდა, ვეღარ დაინახავს+ და ვეღარც თავისი კერა იხილავს მას.+ 10  მისი ვაჟები მდაბიო ხალხს სთხოვენ წყალობას და საკუთარი ხელით დააბრუნებს ძვირფასეულობას.+ 11  მისი ძვლები ახალგაზრდული ჯან-ღონით იყო სავსე, მაგრამ მასთან ერთად ჩაესვენება მიწაში.+ 12  თუ ცუდი ეტკბილება პირში და ენის ქვეშ დაიდნობს, 13  თუ დაენანება, არ მიატოვებს და სასაზე გაიჩერებს, 14  საჭმელი ნაწლავებშივე გარდაექმნება და კობრას გესლად გადაიქცევა მასში. 15  შთანთქმულ სიმდიდრეს უკანვე ამოანთხევს; ღმერთი ამოართმევს მუცლიდან. 16  კობრას შხამს მოწოვს და გველგესლას ენა მოკლავს.+ 17  ვეღარასოდეს იხილავს წყლის ნაკადებს,+ თაფლისა და კარაქის ნიაღვრებს. 18  შეძენილ ქონებას უკან დააბრუნებს და ვეღარ შთანთქავს, როგორც ნავაჭრ სიმდიდრეს, რომლითაც ვერ გაიხარებს.+ 19  ვინაიდან შემუსრა და მიაგდო მდაბიოები, დაეპატრონა სახლს, რომელიც მას არ აუშენებია.+ 20  აღარ ექნება შინაგანი სიმშვიდე და ძვირფასეულობით ვერ იხსნის თავს.+ 21  აღარაფერი დარჩა შესაჭმელად; ამიტომაც დიდხანს ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. 22  სიუხვის მწვერვალს რომ მიაღწევს, შეწუხებული იქნება.+ მთელი ძალით დაატყდება თავს უბედურება. 23  ასეც მოხდეს. მუცლის ამოსავსებად მას თავის მგზნებარე რისხვას გაუგზავნის+ და ნაწლავებში აწვიმებს. 24  რკინის იარაღს გაექცევა,+ მაგრამ სპილენძის მშვილდი გააპობს. 25  შუბი გაუვლის ზურგში და ელვარე იარაღი — ნაღველში;+ საშინელებები დაატყდება თავს.+ 26  სიბნელე იქნება მისი განძისთვის შემონახული; აუბრიალებელი ცეცხლი შთანთქავს მას.+ მის კარავში დარჩენილს კი ცუდად წაუვა საქმე. 27  ზეცა გამოაჩენს მის დანაშაულს+ და მიწა აღსდგება მის წინააღმდეგ. 28  თავსხმა წაულეკავს სახლს და მისი რისხვის დღეს ბევრი რამ გადმოიღვრება.+ 29  ღვთისგან ეს ხვდება წილად ბოროტეულს,+ ეს არის მისი კუთვნილი მემკვიდრეობა ღვთისგან“.

სქოლიოები