არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 19:1—29

19  მიუგო იობმა:  «როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს+ და მმუსრავდეთ სიტყვით?+  ათჯერ გამკიცხეთ და არა გრცხვენიათ, ასე დაუნდობლად რომ მექცევით.+  თუ შეცდომა დავუშვი,+ ეს ჩემი შეცდომაა.  ჩემთან რომ მედიდურობთ+ და ირწმუნებით, დამცირება სამართლიანად დაიმსახურეო,+  იცოდეთ, რომ ღმერთმა შემიყვანა შეცდომაში და საჭერი ბადე შემომარტყა გარს.+  აი ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი! მაგრამ არავინ მპასუხობს.+ შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.+  გზა ქვის კედლით ჩამიკეტა+ და ვეღარ გადავდივარ; სიბნელე დაასადგურა ჩემს სავალზე.+  დიდება შემომაძარცვა+ და თავიდან გვირგვინი მომხსნა. 10  ყველანაირად მაჩოქებს, წასულია ჩემი საქმე. ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს. 11  ჩემზეა ანთებული მისი რისხვა+ და მტრად მთვლის. 12  მწყობრად მოდის მისი რაზმი და გზას აღმართავენ ჩემკენ.+ ჩემი კარვის ირგვლივ დაბანაკდნენ. 13  ჩემს ძმებს დამაცილა+ და ვინც მიცნობდა, ზურგი მაქცია. 14  აღარა მყავს ახლობლები+ და ნაცნობებმა დამივიწყეს. 15  ჩემს სახლს შემოხიზნულებსა+ და ჩემს მხევლებს ვეუცხოები, უცხოელივით გავხდი მათ თვალში. 16  ვეძახი ჩემს მონას, მაგრამ არ მპასუხობს; ჩემი პირით ვევედრები, რომ შემიბრალოს. 17  ჩემმა ცოლმა ჩემი ამოსუნთქვა შეიზიზღა+ და დედაჩემის მუცლიდან გამოსულმა ვაჟებმა შეიძულეს ჩემი სუნი. 18  ყმაწვილებმაც უარმყვეს;+ წამოვიწევი და აუგს ამბობენ ჩემზე. 19  ყველა ჩემმა ახლობელმა შემიძულა+ და ვინც მიყვარდა, ჩემ წინააღმდეგ წავიდა.+ 20  ჩემი ძვლები კანსა და ხორცს მიეწება+ და ძლივსღა ვცოცხლობ*. 21  შემიბრალეთ, მეგობრებო, შემიბრალეთ,+ ღვთის ხელი შემეხო.+ 22  თქვენ რატომღა მდევნით, როგორც ღმერთი მდევნის?+ განა არ კმარა თქვენთვის ჩემი ხორცი? 23  ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები! ნეტავ ჩაიწერებოდეს ისინი წიგნში! 24  ნეტავ სამუდამოდ ამოიტვიფრებოდეს კლდეში საჭრისითა+ და ტყვიით! 25  კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,+ ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე აღსდგება.+ 26  კანი რომ შემომეცლება, ასე მოხდება! თუმცა გაძვალტყავებული მაინც ვიხილავ ღმერთს. 27  მე თვითონ ვიხილავ მას.+ ჩემი თვალი იხილავს მას, და არა სხვისი. გამიჩერდა თირკმელები, 28  თქვენ კი ამბობთ: „რატომ ვდევნით?“+ როცა მთავარი მიზეზი ჩემშია. 29  შეუშინდით მახვილს,+ რადგან მახვილი დანაშაულის წინააღმდეგ არის მიმართული, რათა იცოდეთ, რომ არის მოსამართლე».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — კბილის ნუნით გადავრჩი.