წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 17:1—16

17  «გამიტყდა სული*+ და გაილია ჩემი დღეები; მზადაა საფლავი ჩემთვის.+   დამცინიან+ და მათ ურჩობას უმზერს ჩემი თვალი.   თავდებად დამიდექი.+ სხვა ვინ დამკრავს ხელს ხელზე+ პირობის ნიშნად?   ვინაიდან შენ დაუხშე გული, რომ გონიერება არ ჰქონოდათ;+ ამიტომაც არ განადიდებ მათ.   ის შეიძლება მეგობრებს ეუბნება, რომ შეეზიარონ, მაგრამ მის ვაჟებს თვალები უბნელდებათ.+   ხალხის სალაპარაკო გამხადა,+ სახეში რომ ეფურთხებინათ ჩემთვის.+   სიმწრისგან თვალთ მაკლდება+ და აჩრდილს ემსგავსება ჩემი სხეულის ნაწილები.   მართალი ხალხი განცვიფრებული შეჰყურებს ამას; უდანაშაულოც კი აღშფოთდება განდგომილზე.   მართალი მყარად დგას თავის გზაზე,+ და სუფთა ხელის+ მქონე ძლიერდება.+ 10  მიდით, განაგრძეთ, მაინც ვერ ვპოვე ბრძენი თქვენ შორის.+ 11  ჩაიარა ჩემმა დღეებმა+ და ჩამეშალა გეგმები+ და გულის საწადელი. 12  დღეს ღამედ აქცევენ,+ ამბობენ: „ახლოა ნათელი ბნელთან“. 13  თუ დავიცდი, სახლად სამარე* მექნება;+ სიბნელეში+ გავიშლი საწოლს. 14  ორმოს+ შევძახებ: „მამა ხარ ჩემი!“ მატლს+ კი: „დედა და და ხარ ჩემი!“ 15  მაშ სადღაა ჩემი იმედი+ და ჩემს იმედს ვინ იხილავს? 16  სამარის ურდულებთან მივლენ, როცა ჩვენ ყველანი მიწაში ჩავალთ».+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
იხილეთ 7:9-ის სქოლიო.