წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 16:1—22

16  მიუგო იობმა:   „ბევრი ასეთი რამ გამიგია. ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ!+   ექნება დასასრული ფუჭ სიტყვებს?+ რამ გაგამწარათ, ასე რომ მპასუხობთ?   მეც ვილაპარაკებდი თქვენნაირად. თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, განა დაგიპირისპირდებოდით მჭევრმეტყველებით+ და დავიწყებდი თავის ქნევას თქვენ წინააღმდეგ?+   ჩემი პირი სიტყვებით განგამტკიცებდათ+ და ჩემი ბაგეები ნუგეშით შეაჩერებდა. . .   ვლაპარაკობ და ტკივილი არ მიყუჩდება+ და რომ გავჩერდე, გამიქრება?   დამქანცა მან+ და ყველა ჩემთან შეკრებილი დააქცია.   შენ შემიპყარი კიდეც, რასაც მოწმობს ის,+ რომ ჩემი სიმჭლევე ჩემ წინააღმდეგაა და ამოწმებს ჩემ წინაშე.   მისი რისხვა მფლეთს და მემტერება იგი.+ კბილებს მიღრჭიალებს.+ მტერი ჩემზე ილესავს თვალებს.+ 10  ფართოდ დაუღიათ პირი+ და შეურაცხყოფის მოსაყენებლად სახეში მირტყამენ. ბევრი შეიყარა ჩემ წინააღმდეგ.+ 11  ღმერთმა პატარა ბიჭებს გადამცა ხელთ და ბოროტთა ხელში ჩამაგდო.+ 12  უზრუნველად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მარყევს იგი,+ კისერში ჩამავლო ხელი და მამტვრევს, თავის სამიზნედ მხდის. 13  მისი მშვილდოსნები+ გარს შემომერტყნენ. დამიხეთქა თირკმელები+ და არ ვებრალები, მიწაზე დამიცალა ნაღვლის ბუშტი. 14  ნაწილ-ნაწილ მანგრევს, ღონიერი კაცივით მესხმის თავს.+ 15  ჯვალო+ შევიკერე სხეულის დასაფარავად და ჩემი დიდება* მტვერში გავხვიე.+ 16  ტირილისგან+ სახე გამიწითლდა და ქუთუთოებზე უკუნეთი ჩამომაწვა,+ 17  თუმცა ჩემს ხელს ძალადობა არ გაჰკარებია და ჩემი ლოცვა სუფთაა.+ 18  მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს+ და ნუ პოვებს მოსასვენებელს ჩემი მოთქმა! 19  ახლა ზეცაში მყავს დამმოწმებელი და ჩემი მოწმე მაღლაა.+ 20  ჩემი მეგობრები ჩემ წინააღმდეგ შუამავლობენ.+ ძილგამკრთალი შეჰყურებს ღმერთს ჩემი თვალი.+ 21  უნდა გადაწყდეს საქმე ღმერთსა და კაცს შორის, ისევე როგორც კაცის ძესა და მის მოძმეს შორის წყდება.+ 22  კიდევ რამდენიმე წელიც და იმ გზით წავალ, რომლითაც აღარ დავბრუნდები“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — რქა.