წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 13:1—28

13  „ეს ყველაფერი ნახა ჩემმა თვალმა, მოისმინა ჩემმა ყურმა და მიხვდა.   რაც თქვენ იცით, ის მეც კარგად ვიცი. თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+   მაგრამ მე ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი+ და ღმერთთან შეკამათებას მოვისურვებდი.   თქვენ კი სხვებს სიცრუით სახელს ულახავთ;+ ყველანი უსარგებლო მკურნალები ხართ.+   ნეტავ საერთოდ არ ამოგეღოთ ხმა, სიბრძნეში ჩაგეთვლებოდათ!+   მოისმინეთ ჩემი პასუხი+ და ყური დაუგდეთ ჩემს ბაგეთა ღაღადს.   ილაპარაკებთ უმართლობას და სიცრუეს ღვთის გულისათვის?+   მოექცეოდით მას მიკერძოებით+ ან გამოესარჩლებოდით ჭეშმარიტ ღმერთს სასამართლოში?   განა კარგი იქნებოდა, მას რომ გამოეკვლიეთ?+ მასაც ისე მოატყუებდით, როგორც მოკვდავ ადამიანს ატყუებენ? 10  ის უეჭველად შეგაგონებდათ,+ თუ ფარულად მიკერძოებას გამოავლენდით.+ 11  განა არ შეგაშინებდათ მისი დიდება და მისი შიში არ შეგიპყრობდათ?+ 12  თქვენი დაუვიწყარი სიტყვები ნაცრის იგავებია, თიხისაა თქვენი ფარები.+ 13  ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო. მერე, რაც გინდა, ის მომივიდეს! 14  რატომ მიჭირავს სული კბილით* და რატომ მიდევს სული ხელისგულზე?+ 15  რომც მოვეკალი, მაინც მას არ დაველოდებოდი?+ მაინც შევეკამათებოდი მას ჩემი გზებისთვის. 16  ის იქნებოდა ჩემი მხსნელი,+ რადგან ვერც ერთი განდგომილი ვერ წარდგება მის წინაშე.+ 17  კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა+ და ჩემი ნათქვამი ყურად იღეთ. 18  აი წარვადგინე სასამართლო საქმე.+ კარგად ვიცი, რომ მართალი ვარ. 19  ვინ შემეკამათება?+ ახლა რომ გავჩუმდე, ნამდვილად მოვკვდები. 20  ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავიმალები შენ წინაშე.+ 21  ხელი მომარიდე და შენი შიში ნუ შემაძრწუნებს.+ 22  მომიხმე, რომ გიპასუხო, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე. 23  რა დავაშავე და რა შევცოდე? გამაგებინე, რაში გეურჩე და რა ცოდვა ჩავიდინე. 24  რატომ მალავ სახეს+ და რატომ მთვლი შენს მტრად?+ 25  მოფარფატე ფოთოლს აფრიალებ და გამხმარ ნამჯას დევნი? 26  რაც ჩემთვის მწარეა, იმას წერ ჩემ წინააღმდეგ,+ და ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი დანაშაულის შედეგებს მაწვნევინებ.+ 27  ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს+ და ჩემს გზებს დარაჯობ; ზღვარს უვლებ ჩემს ტერფებს. 28  ეს კაცი კი გაიხრწნა და დაილია,+ როგორც ჩრჩილისგან შეჭმული ტანსაცმელი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — რატომ მიჭირავს კბილებით ხორცი.