წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 12:1—25

12  მიუგო იობმა:   „ხალხი მართლაც თქვენ ყოფილხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნე!+   მეც მაქვს გული,+ თქვენზე ნაკლები არც მე ვარ.+ ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!   მოძმის დასაცინი გავხდი,+ როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+ დასცინიან მართალსა და უმწიკვლოს.   უზრუნველი კაცი განადგურების შესახებ აზრსაც კი არაფრად აგდებს,+ ის მერყევთათვის არის გამზადებული.+   უზრუნველად არის მძარცველთა კარავი+ და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ღვთის განმარისხებლები, რომლებმაც ღმერთი* თავიანთი ხელით მოიყვანეს.+   აბა, ჰკითხე შინაურ ცხოველებს და გასწავლიან,+ ცის ფრინველებს, და გეტყვიან.+   დაუკვირდი მიწას და გასწავლის,+ ზღვის თევზები+ მოგახსენებენ.   რომელმა მათგანმა არ იცის, რომ ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია;+ 10  ვის ხელშიცაა ყოველი ცოცხლის სული*,+ და ყოველი ხორციელის სული*?!+ 11  განა ყური ვერ არჩევს სიტყვებს,+ და სასა — საჭმლის გემოს?!+ 12  განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ,+ და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?! 13  მასთანაა სიბრძნე და ძლევამოსილება;+ მისგან არის რჩევა და გაგების უნარი.+ 14  აჰა, ის ანგრევს, რომ აღარ აშენდეს,+ ის უკეტავს კაცს შესასვლელს, რომ აღარ გაიხსნას.+ 15  აკავებს წყლებს და ისინიც შრებიან;+ აგზავნის მათ და ცვლიან მიწის პირს.+ 16  მასთან არის ძალა და სიბრძნე*;+ მისია შეცდომის დამშვები და მაცდუნებელი.+ 17  მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,+ და მოსამართლეებს აგიჟებს. 18  მეფეებს ბორკილებს ხსნის+ და თვითონ არტყამს სარტყელს თეძოებზე. 19  ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+ და ამხობს ტახტზე სამარადჟამოდ მსხდომთ.+ 20  ბაგეებს უხშობს ერთგულებს და მოხუცებულებს გონიერებას ართმევს. 21  თავლაფს ასხამს წარჩინებულებს+ და ძლიერთა სარტყელს უშვებს. 22  სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+ და უკუნეთი სინათლეზე გამოჰყავს. 23  ერებს აძლიერებს გასანადგურებლად+ და განავრცობს მათ, რომ წაასხას. 24  ქვეყნის თავკაცებს გონიერებას ართმევს, რათა უგზო-უკვლოდ ახეტიალოს უკაცრიელ ადგილას.+ 25  ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არ არის სინათლე, მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, იგულისხმება კერპი.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ანუ პრაქტიკული სიბრძნე.