წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 11:1—20

11  მიუგო ნაამათელმა ცოფარმა:+   „განა ამდენი სიტყვა უპასუხოდ დარჩება, ან გამართლდება მკვეხარა?   განა გააჩუმებს კაცს შენი ფუჭსიტყვაობა? თუ მოჰყვები დაცინვას, განა არ გაიკიცხები?+   შენ იმასაც ამბობ, ჩემი დარიგება+ წმინდაა და შენს თვალში სუფთა+ ვარო.   ნეტავ დაილაპარაკებდეს ღმერთი და გახსნიდეს ბაგეებს შენ მიმართ!+   მაშინ გეტყოდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე*. იმასაც გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა შენი ზოგიერთი დანაშაული შენ სასიკეთოდ.+   ჩასწვდები ღვთის სიღრმეებს?+ ან მისწვდები ყოვლისშემძლის საზღვრებს?   ცაზე მაღალია. რას გახდები? სამარეზე* ღრმაა.+ რა გაგეგება?   დედამიწაზე დიდია ზომით, ზღვაზე ვრცელია. 10  თუ ჩაივლის, ვინმეს ხელს დაადებს და სასამართლოს მოიწვევს, ვინ შეეწინააღმდეგება? 11  კარგად იცის, ვინ ცრუობს.+ როცა სიავეს დაინახავს, განა უყურადღებოდ დატოვებს? 12  ვიდრე უჭკუო კაცს კარგი ზრახვები გაუჩნდება, ზებრა დაიბადება ადამიანად. 13  თუ გულს ნამდვილად მოამზადებ და ღვთისკენ აღაპყრობ ხელს,+ 14  თუ მოაშორებ შენს ხელს სიავეს და არ დაამკვიდრებ უმართლობას შენს კარავში, 15  მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,+ განმტკიცდები და შიში არ გექნება. 16  გასაჭირს დაივიწყებ და ის ჩავლილი წყალივით გემახსოვრება. 17  შუადღეზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლის დღეები.+ სიბნელე დილად გადაიქცევა.+ 18  გამოავლენ ნდობას, რადგან იმედი გექნება. ყურადღებით მიმოიხედავ და უსაფრთხოდ დაიძინებ.+ 19  გაიმართები და არავინ დაგაფრთხობს. ხალხი მშვიდ გუნებაზე დაგაყენებს.+ 20  ბოროტებს თვალები დაუბრმავდებათ,+ მათი თავშესაფარი დაიქცევა+ და მათი იმედი სულის* დაღუპვა იქნება“.+

სქოლიოები

ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
იხილეთ 7:9-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.