წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 10:1—22

10  «შეიზიზღა ჩემმა სულმა სიცოცხლე.+ წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ.   ვეტყვი ღმერთს: „ნუ მცნობ დამნაშავედ. გამაგებინე, რატომ მედავები!   განა რას გარგებს, ცუდს რომ აკეთებ,+ უარყოფ შენი ხელით ნაშრომს,+ და შენს სინათლეს ბოროტთა რჩევებზე ანათებ.   განა ხორციელის თვალები გაქვს?+ თუ მოკვდავი კაცივით ხედავ?+   განა შენი დღეები მოკვდავი კაცის დღეებსა ჰგავს+ ან შენი წლები ადამიანის დღეებივითაა,   ჩემს შეცდომას რომ ეძიებდე+ და ჩემს ცოდვას პოულობდე,   როცა იცი, რომ არაფერი დამიშავებია+ და ვერავინ დამიხსნის შენი ხელიდან?+   შენმა ხელმა გამომძერწა+ და სრულად გამომსახა, მაგრამ შენ მაინც შთამნთქავ.   ნუ დაგავიწყდება, რომ თიხისგან+ შემქმენი და მტვერს დაუბრუნებ ჩემს თავს.+ 10  განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?!+ 11  კანითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.+ 12  სიცოცხლე და სიკეთე* მიბოძე+ და მზრუნველობით+ დაიცავი ჩემი სული. 13  ყველაფერი გულში გქონდა დაფარული და კარგად ვიცი, რომ შენგან მოდის. 14  თუ ცოდვა ჩავიდინე და მხედავდი+ და ჩემი დანაშაულის გამო უდანაშაულოდ არ მცნობ,+ 15  თუ რამე დავაშავე, ვაი ჩემს თავს!+ და თუ მართალი ვარ, არ ავწევ თავს,+ რადგან სირცხვილნაჭამი ვარ და გაჭირვებით სავსე.+ 16  თუ ამპარტავნულად მოვიქცევი,+ ლომივით ინადირებ ჩემზე+ და საოცრებად წარდგები ჩემ წინაშე. 17  ახალ მოწმეებს გამოიყვან ჩემ წინააღმდეგ და უფრო განრისხდები ჩემზე. ჩემს უბედურებას უბედურება ემატება. 18  რატომ გამომიყვანე საშვილოსნოდან?+ არ შეიძლებოდა, გავმქრალიყავი და თვალს არ ვენახე, 19  არარსებულივით ვყოფილიყავი და მუცლიდან საფლავში მოვხვედრილიყავი?“ 20  განა დღეგრძელი ვარ?+ ჩამომცილდეს იგი, მომაშოროს მზერა, რომ ცოტა გავიხარო,+ 21  სანამ წავალ — და აღარ დავბრუნდები+ უკუნი სიბნელითა და წყვდიადით+ მოცულ მიწაში; 22  მიწაში, სადაც წყვდიადს, უკუნ სიბნელესა და უწესრიგობას დაუსადგურებია, სადაც სინათლე წყვდიადივითაა».

სქოლიოები

იხილეთ 6:14-ის სქოლიო.