წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იობი 1:1—22

1  უცის მიწაზე+ ცხოვრობდა ერთი უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ და ბოროტებისგან შორს მდგარი+ კაცი, სახელად იობი*.+  მას შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა.+  ჰყავდა ასევე შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი+ და უამრავი მსახური. ის ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში.+  მისი ვაჟები სტუმრად დადიოდნენ ერთმანეთთან და თითოეული თავის დღეს მართავდა ნადიმს.+ იწვევდნენ ხოლმე თავიანთ სამივე დას, რომ მათთან ერთად ეჭამათ და ესვათ.  როცა ნადიმის დღეები ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე, განწმენდილიყვნენ.+ იგი დილით ადრე დგებოდა და მათი რიცხვის მიხედვით სწირავდა დასაწვავ მსხვერპლს,+ ამბობდა: „იქნებ შესცოდეს ჩემმა ვაჟებმა და დაგმეს+ ღმერთი თავიანთ გულში“.+ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+  ერთ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის შვილები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც*+ მივიდა და დადგა მათ შორის.+  ჰკითხა იეჰოვამ სატანას: „საიდან მოდიხარ?“ სატანამ მიუგო იეჰოვას: „ვიხეტიალე+ და შემოვიარე დედამიწა“.+  იეჰოვამ უთხრა სატანას: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე,+ უმწიკვლო,+ მართალი,+ ღვთისმოშიში+ კაცია და ბოროტებისგან შორს დგას“.+  მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?+ 10  შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი+ და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე. 11  აბა, გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“.+ 12  იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს. ოღონდ პირადად მას არ შეახო ხელი!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+ 13  ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+ 14  მივიდა იობთან მაცნე+ და უთხრა: „როცა ხარები ხნავდნენ+ და ვირები მათ გვერდით ძოვდნენ, 15  სებელები+ თავს დაესხნენ და წაასხეს საქონელი, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“.+ 16  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან,+ აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“. 17  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „ქალდეველების+ სამი რაზმი თავს დაესხა აქლემებს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“. 18  ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მოვიდა და თქვა: „შენი ვაჟები და ასულები თავიანთი უფროსი ძმის სახლში ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ.+ 19  უდაბნოს მხრიდან დიდი ქარი+ ამოვარდა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი ამბის მომტანი“. 20  ადგა იობი, შემოიხია+ მოსასხამი, თავი გადაიპარსა,+ პირქვე+ დაეცა მიწაზე+ 21  და თქვა: „შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან+ და შიშველი დავბრუნდები.+ იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.+ კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“.+ 22  ყოველივეს მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის.+

სქოლიოები

ნიშნავს მტრობის ობიექტს. ეს არ არის დბ. 46:13-ში მოხსენიებული იობი.
ანუ ანგელოზები.
ანუ მოწინააღმდეგე, დედანში განსაზღვრული არტიკლით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სატანა პიროვნებაა.