წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 9:1—41

9  მიდიოდა და დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო.  მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რაბი,+ ვინ შესცოდა,+ ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა,+ უსინათლო რატომ დაიბადა?“  იესომ უპასუხა: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ღვთის საქმეები მისი მეშვეობით გაცხადებულიყო.+  სანამ დღეა,+ ჩემი გამომგზავნელის საქმეები უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე,+ როცა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.  სანამ ქვეყნიერებაში ვარ, ქვეყნიერების სინათლე ვარ“.+  ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით თიხა მოზილა, იმ კაცს თვალებზე დაადო+  და უთხრა: „წადი, მოიბანე+ სილოამის აუზში“+ (რაც ითარგმნება როგორც „გაგზავნილი“). ისიც წავიდა, მოიბანა+ და თვალახელილი დაბრუნდა.+  მეზობლები და სხვები, რომლებიც მას მათხოვრად იცნობდნენ, ამბობდნენ: „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“+  ერთნი ამბობდნენ, ის არისო; მეორენი — ის არ არის, მაგრამ ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა, ისა ვარო. 10  მაშინ ჰკითხეს მას: „როგორ აგეხილა თვალი?“+ 11  მან უპასუხა: „კაცმა, რომელსაც იესო ჰქვია, თიხა მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი და სილოამში+ მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და თვალი ამეხილა“. 12  მაშინ ჰკითხეს: „სად არის ის კაცი?“ მან უპასუხა: „არ ვიცი“. 13  ფარისევლებთან მიიყვანეს ის უსინათლო. 14  ის დღე, როცა იესომ თიხა მოზილა და უსინათლოს თვალი აუხილა,+ შაბათი+ იყო. 15  ამჯერად ფარისევლებიც ეკითხებოდნენ მას, თუ როგორ აეხილა თვალი.+ მან უთხრა: „თიხა დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ“. 16  მაშინ ზოგმა ფარისეველმა თქვა: „ეგ კაცი ღვთისგან არ არის, შაბათს არ იცავს“.+ სხვები ამბობდნენ: „განა ცოდვილი კაცი ასეთ ნიშნებს მოახდენს?“+ მათ შორის განხეთქილება+ მოხდა. 17  მაშინ კვლავ ჰკითხეს უსინათლოს: „შენ რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია“.+ 18  იუდეველებს მაინც არ სჯეროდათ, რომ ის უსინათლო იყო და თვალი აეხილა, სანამ მის მშობლებს არ დაუძახეს 19  და არ ჰკითხეს: „ეს არის თქვენი ვაჟი, რომელზეც ამბობთ, უსინათლო დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?“ 20  მშობლებმა მიუგეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი ვაჟია და უსინათლო დაიბადა, 21  მაგრამ როგორ მოხდა, რომ ახლა ხედავს, არ ვიცით. არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. მას ჰკითხეთ; პატარა აღარ არის, თავის თავზე თვითონ ილაპარაკოს“. 22  მისმა მშობლებმა ეს იმიტომ თქვეს, რომ იუდეველებისა ეშინოდათ,+ რადგან მათ პირი ჰქონდათ შეკრული, სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა,+ ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. 23  ამიტომ უთხრეს მშობლებმა, პატარა აღარ არის, მას ჰკითხეთო. 24  მაშინ მეორედ მოუხმეს იმ კაცს, უსინათლო რომ იყო, და უთხრეს: „დიდება მიაგე ღმერთს.+ ჩვენ ვიცით, რომ ეგ კაცი ცოდვილია“. 25  მან კი უპასუხა: „ცოდვილია თუ არა, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ უსინათლო ვიყავი და ახლა ვხედავ“. 26  მაშინ ჰკითხეს მას: „რა გაგიკეთა? როგორ აგიხილა თვალი?“ 27  მან მიუგო: „უკვე გითხარით და არ მომისმინეთ. რად გინდათ, მეორედ მოისმინოთ? თქვენც მისი მოწაფეობა ხომ არ გსურთ?“ 28  მათ კი გალანძღეს ის: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29  ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი,+ ეს კაცი კი არ ვიცით, საიდან არის“.+ 30  მან მიუგო: „საკვირველიც ის არის,+ რომ არ იცით, საიდან არის, მე კი თვალი ამიხილა. 31  ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს,+ მაგრამ ვისაც ღვთის შიში აქვს და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.+ 32  არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის. 33  ის რომ ღვთისგან არ იყოს,+ ვერაფერს გააკეთებდა“. 34  მათ პასუხად უთხრეს: „შენ ცოდვებში დაიბადე+ და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს.+ 35  იესომ გაიგო, რომ იგი გამოაგდეს და როცა ნახა, ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“+ 36  მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“ 37  იესომ უთხრა: „შენ გინახავს იგი. ვინც გელაპარაკება, ის არის“.+ 38  მაშინ მან თქვა: „მწამს, უფალო“ და მდაბლად თაყვანი სცა.+ 39  იესომ უთხრა: „ქვეყნიერებაზე გასასამართლებლად+ მოვედი, რათა ვინც ვერ ხედავს, დაინახოს,+ ხოლო ვინც ხედავს, დაბრმავდეს“.+ 40  მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა გაიგონა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები+ ვართ?“ 41  იესომ მიუგო: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ, რადგან ამბობთ, ვხედავთო,+ თქვენი ცოდვა+ რჩება“.

სქოლიოები