წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 7:1—53

7  ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა. იუდეაში სიარული არ უნდოდა, რადგან იუდეველები მოკვლას უპირებდნენ.+  ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობის დღესასწაული.+  ამიტომ უთხრეს მას ძმებმა:+ „გაერიდე აქაურობას და წადი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები,  რადგან როცა ვინმეს უნდა, ცნობილი გახდეს, ფარულად არაფერს აკეთებს. რაკი ამ ყოველივეს აკეთებ, გამოეცხადე ქვეყნიერებას“.  სინამდვილეში, მის ძმებს+ არ სწამდათ ის.+  ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა,+ თქვენი დრო კი ყოველთვის არის.  ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.+  თქვენ ადით დღესასწაულზე, მე ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი დრო ჯერ+ არ დამდგარა“.+  ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა. 10  როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა აშკარად, არამედ ფარულად.+ 11  იუდეველები კი ეძებდნენ+ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო. 12  ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მასზე.+ ერთნი ამბობდნენ, კარგი კაციაო, მეორენი კი — არ არის კარგი, ხალხი შეცდომაში შეჰყავსო. 13  ცხადად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.+ 14  შუა დღესასწაულზე იესო ტაძარში ავიდა და ასწავლიდა.+ 15  იუდეველებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: „საიდანა აქვს მას ცოდნა+ უსწავლელად?“+ 16  მაშინ იესომ მიუგო მათ: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა.+ 17  ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება+ თუ ჩემით ვლაპარაკობ. 18  ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი გამომგზავნელის დიდებას ეძებს,+ ჭეშმარიტია და უმართლობა არ არის მასში. 19  განა არ მოგცათ მოსემ კანონი?+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ემორჩილება კანონს. რატომ მიპირებთ მოკვლას?“+ 20  ხალხმა უპასუხა: „შენ დემონი გყავს.+ ვინ გიპირებს მოკვლას?“ 21  იესომ მიუგო: „ერთი საქმე გავაკეთე+ და ყველას გიკვირთ. 22  ამიტომ მოგცათ მოსემ წინადაცვეთა+ — თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამა-პაპისგან+ არის — და შაბათობით წინადაცვეთთ ხოლმე კაცს. 23  თუ კაცს წინადაცვეთთ შაბათს, რათა მოსეს კანონი არ დაირღვეს, მე რაღად მირისხდებით იმის გამო, რომ შაბათს კაცი სრულად განვკურნე?+ 24  ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ“.+ 25  მაშინ ზოგიერთმა იერუსალიმელმა თქვა: „ეს ის არ არის, მოკვლას რომ უპირებენ?+ 26  მაგრამ ნახეთ! დაუფარავად ლაპარაკობს+ და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მმართველები, რომ ნამდვილად ქრისტეა?+ 27  ჩვენ ვიცით, საიდან არის ეს კაცი,+ ხოლო როცა ქრისტე მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის იგი“.+ 28  მაშინ იესომ ტაძარში სწავლებისას ხმამაღლა თქვა: „მეც მიცნობთ და ისიც იცით, საიდანა ვარ.+ ჩემით არ მოვსულვარ.+ ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს,+ მაგრამ თქვენ არ იცნობთ მას.+ 29  მე ვიცნობ მას,+ რადგან მისგან ვარ და მან გამომგზავნა“.+ 30  მაშინ დაიწყეს შემთხვევის ძებნა, რომ შეეპყროთ იგი,+ მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა, რადგან მისი საათი+ ჯერ არ იყო მოსული. 31  და მაინც ბევრმა ირწმუნა იგი+ და ამბობდნენ: „როცა ქრისტე მოვა, განა ამაზე მეტ ნიშანს+ მოახდენს?“ 32  ფარისევლებმა გაიგეს, რომ ხალხში ასეთი მითქმა-მოთქმა იყო მასზე, და უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა მცველები გაგზავნეს მის შესაპყრობად.+ 33  იესომ თქვა: „კიდევ ცოტა ხანს ვიქნები თქვენთან, სანამ ჩემს გამომგზავნელთან წავალ.+ 34  ძებნას დამიწყებთ,+ მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთ“.+ 35  იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ისეთ ადგილზე სად აპირებს წასვლას, ჩვენ რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან+ ხომ არ მიდის ბერძნებისთვის სასწავლებლად? 36  რას ნიშნავს მისი ნათქვამი, ძებნას დამიწყებთ, მაგრამ ვერ მიპოვით, და სადაც მე ვარ, იქ ვერ მოხვალთო?“ 37  დღესასწაულის ბოლო,+ დიდ დღეს იესო ადგა და ხმამაღლა თქვა: «თუ ვინმეს სწყურია,+ მოვიდეს ჩემთან და დალიოს. 38  ვისაც მე ვწამვარ,+ როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, „მისი შიგნეულიდან სიცოცხლის წყლის ნაკადულები იდინებს“».+ 39  მან ეს თქვა სულზე, რომელიც მის მორწმუნეებს უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ ჰქონდათ სული მიღებული,+ ვინაიდან იესო ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული.+ 40  ზოგმა ამ სიტყვების მოსმენაზე თქვა: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია“.+ 41  სხვები ამბობდნენ: „ეს ქრისტეა“.+ ზოგი კი ამბობდა: „განა გალილეიდან+ უნდა მოვიდეს ქრისტე?+ 42  განა წმინდა წერილში ნათქვამი არ არის, რომ ქრისტე დავითის შთამომავალთაგან+ მოვა ბეთლემიდან,+ დავითის სოფლიდან?“+ 43  მის გამო ხალხში განხეთქილება ჩამოვარდა.+ 44  ზოგიერთს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა. 45  მაშინ მცველები უფროს მღვდლებთან და ფარისევლებთან დაბრუნდნენ. მათ ჰკითხეს: „რატომ არ მოიყვანეთ?“ 46  მცველებმა უპასუხეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“.+ 47  პასუხად ფარისევლებმა უთხრეს მათ: „ნუთუ თქვენც შეცდომაში შეგიყვანათ? 48  განა ირწმუნა ის რომელიმე მმართველმა ან ფარისეველმა?+ 49  მაგრამ დაწყევლილია ეს კანონის უცოდინარი ხალხი“.+ 50  ერთმა მათგანმა, ნიკოდემემ, რომელიც მანამდე ნამყოფი იყო იესოსთან, უთხრა მათ: 51  „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს+ და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“ 52  მათ კი მიუგეს: „შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და დაინახავ, რომ გალილეიდან არც ერთი წინასწარმეტყველი+ არ მოვა“. სინურ და ვატიკანის კოდექსებსა და სინა-სირიის ხელნაწერში არ გვხვდება ტექსტი 53-ე მუხლიდან მე-8 თავის მე-11 მუხლის ჩათვლით, სადაც ნათქვამია (მცირე განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა ბერძნულ ტექსტსა და თარგმანში): 53  და ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.

სქოლიოები