წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 5:1—47

5  ამის შემდეგ იესო იერუსალიმში იუდეველთა დღესასწაულზე+ ავიდა.  იერუსალიმში ცხვრის კარიბჭესთან+ ერთი აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება. მას ხუთი კოლონადა* აქვს.  მათ ქვეშ უამრავი ავადმყოფი, ბრმა, კოჭლი და ხელფეხგამხმარი იწვა.  ——  იქ იყო ერთი კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა.  იესომ დაინახა იგი მწოლიარე და, რადგან იცოდა მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის ამბავი,+ ჰკითხა: „გინდა განიკურნო?“+  ავადმყოფმა მიუგო: „ბატონო, კაცი არა მყავს, წყალი როცა იძვრის, აუზში რომ ჩამიშვას. სანამ მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“.  იესომ უთხრა მას: „ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე“.+  ამის თქმა და კაცის განკურნება ერთი იყო. მან აიღო თავისი საკაცე და გაიარა. ის დღე შაბათი იყო.+ 10  ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია და არა გაქვს შენი საკაცის ტარების უფლება“.+ 11  მან კი უპასუხა: „ვინც განმკურნა, მან მითხრა, აიღე შენი საკაცე და იარეო“. 12  მათ ჰკითხეს: „ვინ გითხრა, აიღე და იარეო?“ 13  განკურნებულმა კი არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო ხალხმრავლობის გამო იქაურობას გაერიდა. 14  ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის კაცი და უთხრა: „ხედავ, განიკურნე. ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს“. 15  წავიდა ის კაცი და იუდეველებს შეატყობინა, რომ ის იესომ განკურნა. 16  იუდეველებმა დევნა დაუწყეს+ იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთ რამეს აკეთებდა. 17  მან მიუგო: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“.+ 18  ამის გამო იუდეველები უფრო მეტად ცდილობდნენ იესოს მოკვლას,+ რადგან ის არა მარტო შაბათს არღვევდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა+ და, ამგვარად, თავს ღმერთს უტოლებდა.+ 19  ამაზე იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს,+ რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს. 20  მამას უყვარს* ძე+ და რასაც თვითონ აკეთებს, ყველაფერს აჩვენებს მას. მომავალში ამაზე დიდ საქმეებსაც აჩვენებს თქვენ გასაოცებლად.+ 21  როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს,+ ასევე ძეც, ვისაც უნდა, იმას აცოცხლებს.+ 22  მამა არავის ასამართლებს, არამედ მთელი სასამართლო ძეს გადასცა,+ 23  რათა ყველამ პატივი სცეს ძეს,+ როგორც მამას სცემენ პატივს. ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.+ 24  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს+ და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული.+ 25  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები+ მოისმენენ ღვთის ძის ხმას+ და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს.+ 26  როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში,+ ისე ძეს მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.+ 27  მას გასამართლების უფლებამოსილებაც მისცა,+ რადგან კაცის ძეა+ იგი. 28  ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში*+ არიან, მის ხმას მოისმენენ 29  და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის,+ ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის.+ 30  ჩემით არაფერს ვაკეთებ. როგორც ვისმენ, ისე ვასამართლებ და ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია,+ რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა.+ 31  თუ ჩემს თავზე მხოლოდ მე ვმოწმობ,+ ჩემი დამოწმება არ არის ჭეშმარიტი.+ 32  ჩემზე სხვა მოწმობს და ვიცი, რომ რასაც ის ჩემზე მოწმობს,+ ჭეშმარიტია. 33  თქვენ კაცები გაგზავნეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტების შესახებ.+ 34  მე არ მჭირდება დამოწმება ადამიანისგან, მაგრამ ამას თქვენი გადარჩენისთვის ვამბობ.+ 35  ის კაცი იყო ლამპარი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი გინდოდათ, ცოტა ხნით გაგეხარათ მის სინათლეში,+ 36  მაგრამ მე იოანეს დამოწმებაზე დიდი დამოწმება მაქვს, რადგან სწორედ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც მამამ დამავალა, თვით ის საქმეები, რომლებსაც ვაკეთებ,+ მოწმობს ჩემზე, რომ მამამ გამომგზავნა. 37  ჩემზე თვითონ მამამაც დაამოწმა,+ რომელმაც გამომგზავნა. თქვენ არც მისი ხმა მოგისმენიათ და არც ის გინახავთ.+ 38  მისი სიტყვა არ რჩება თქვენში, რადგან არ გწამთ ის, ვინც მან გამოგზავნა. 39  წმინდა წერილებს იკვლევთ,+ რადგან ფიქრობთ, რომ მათი მეშვეობით გექნებათ მარადიული სიცოცხლე. სწორედ ისინი მოწმობენ ჩემზე,+ 40  თქვენ კი არ გინდათ ჩემთან მოსვლა, რომ სიცოცხლე გქონდეთ.+ 41  მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან+ 42  და კარგად ვიცი, რომ არ გიყვართ ღმერთი.+ 43  მე მამაჩემის სახელით მოვედი,+ მაგრამ არ მღებულობთ. ვინმე თავისი სახელით რომ მოსულიყო, მას მიიღებდით. 44  როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას,+ ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?+ 45  ნუ იფიქრებთ, რომ მამასთან ბრალს დაგდებთ. თქვენი ბრალმდებელი მოსეა,+ ვისი იმედიც გაქვთ. 46  მოსე რომ გერწმუნათ, მეც მირწმუნებდით, რადგან მან დაწერა ჩემზე.+ 47  თუ მისი დაწერილი არა გწამთ,+ ჩემს ნათქვამს როგორღა ირწმუნებთ?“

სქოლიოები

სვეტებიანი დერეფანი.
ბერძნულად ფილია.
სიტყვასიტყვით — სამახსოვრო სამარხებში.