არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 4:1—54

4  როდესაც უფალმა შეიტყო, რომ ფარისევლებს გაეგოთ, იესო უფრო მეტ მოწაფეს იძენს და ნათლავს,+ ვიდრე იოანეო,  თუმცა, სინამდვილეში, თვითონ იესო კი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები,  დატოვა იუდეა და ისევ გალილეაში წავიდა.  მას სამარიაზე უნდა გაევლო.+  მივიდა სამარიის ქალაქ სიქარში, იმ მინდვრის მახლობლად, რომელიც იაკობმა თავის ვაჟს, იოსებს მისცა.+  იქ იყო იაკობის წყარო.+ გზით დაქანცული იესო წყაროსთან იჯდა. მეექვსე საათი იქნებოდა.  ერთი სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად მივიდა. იესომ უთხრა მას: „წყალი დამალევინე“  (მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად).  სამარიელმა ქალმა უთხრა: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“ (იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან).+ 10  იესომ მიუგო: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი+ და ვინ+ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“.+ 11  ქალმა უთხრა: „ბატონო, წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი? 12  განა შენ ჩვენს წინაპარ იაკობზე დიდი+ ხარ, ვინც ეს ჭა მოგვცა და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ვაჟებიც და მისი საქონელიც?“ 13  იესომ მიუგო: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება, 14  მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება,+ არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის+ მოჩუხჩუხე წყაროდ+ გადაიქცევა მასში“. 15  ქალმა უთხრა: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. 16  იესომ უთხრა: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი“. 17  ქალმა მიუგო: „არა მყავს ქმარი“. იესომ უთხრა მას: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, 18  რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის. ეგ მართალი თქვი“. 19  ქალმა მიუგო: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.+ 20  ჩვენი წინაპრები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს,+ თქვენ კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“.+ 21  იესომ უთხრა მას: „მერწმუნე, მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს+ და აღარც იერუსალიმში.+ 22  თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს,+ ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა,+ 23  მაგრამ მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა+ და ჭეშმარიტებით+ სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.+ 24  ღმერთი სულია*+ და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.+ 25  ქალმა უთხრა: „ვიცი, რომ მოდის მესია,+ ქრისტედ წოდებული.+ როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“. 26  იესომ უთხრა მას: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“.+ 27  ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ იგი ქალს ელაპარაკებოდა. თუმცა არ უთქვამთ, რა გინდა ან რატომ ელაპარაკებიო. 28  ქალმა კი დატოვა თავისი ჭურჭელი, ქალაქში წავიდა და ხალხს უთხრა: 29  „წამოდით, ნახეთ ის კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია. ის ხომ არ არის ქრისტე?“+ 30  ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მივიდნენ მასთან. 31  მოწაფეები სთხოვდნენ მას: „რაბი,+ ჭამე“. 32  მან კი უთხრა მათ: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. 33  მოწაფეები კი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ 34  იესომ უთხრა მათ: «ჩემი საჭმელი+ ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო+ და მისი საქმე დავასრულო.+ 35  განა თქვენ არ ამბობთ, მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეაო? მე კი გეუბნებით: ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად.+ უკვე 36  იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის,+ რათა მთესველმა+ და მომკელმა ერთად გაიხარონ.+ 37  ამ შემთხვევაში მართლაც ჭეშმარიტია სიტყვები: „მთესველი სხვაა, მომკელი — სხვა“. 38  თქვენ იმის მოსამკელად გაგგზავნეთ, რაზეც არ გიშრომიათ.+ სხვებმა იშრომეს, თქვენ კი ჩაეზიარეთ მათ ნაშრომში». 39  იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა+ იგი იმ ქალის სიტყვით, რომელმაც დაამოწმა: ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებიაო.+ 40  ამიტომ, როცა სამარიელები მასთან მივიდნენ, სთხოვდნენ, მათთან დარჩენილიყო. ისიც ორ დღეს დარჩა იქ.+ 41  მისი ლაპარაკის შედეგად კიდევ ბევრმა ირწმუნა.+ 42  ისინი ეუბნებოდნენ იმ ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი აღარა გვწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ+ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“.+ 43  ორი დღის შემდეგ იქიდან ის გალილეაში წავიდა.+ 44  იესო თვითონ მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივს არ სცემენ,+ 45  მაგრამ როცა გალილეაში მივიდა, გალილეელებმა მიიღეს იგი, რადგან ნანახი ჰქონდათ ყველაფერი, რაც მან იერუსალიმში დღესასწაულზე გააკეთა,+ ვინაიდან თვითონაც იყვნენ იმ დღესასწაულზე.+ 46  ასე რომ, ის კვლავ მივიდა გალილეის კანაში,+ სადაც წყალი ღვინოდ აქცია.+ იქ იყო მეფის მოხელე, რომელსაც ვაჟი ავად ჰყავდა კაპერნაუმში.+ 47  როდესაც ამ კაცმა გაიგო, იესო იუდეიდან გალილეაში მოსულაო, მივიდა მასთან და ევედრებოდა, რომ წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ვაჟი, რადგან მომაკვდავი იყო. 48  მაგრამ იესომ უთხრა მას: „თუ ნიშნებსა+ და საკვირველებებს+ არ იხილავთ, არ ირწმუნებთ“. 49  მეფის მოხელემ უთხრა: „უფალო, წამოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი შვილი“. 50  იესომ მიუგო: „წადი,+ ცოცხალია შენი შვილი“.+ კაცმა ირწმუნა იესოს სიტყვა და წავიდა. 51  როცა ჯერ კიდევ გზაში იყო, თავისი მონები შეეგებნენ და უთხრეს, რომ მისი ბიჭი ცოცხალი იყო.+ 52  მაშინ ჰკითხა მათ, რომელ საათზე გამოკეთდაო. მათ კი უთხრეს, გუშინ მეშვიდე* საათისთვის დაუვარდაო სიცხე.+ 53  მამა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის საათი+ იყო, როცა იესომ უთხრა, შენი შვილი ცოცხალიაო, და ირწმუნა მან და ყველა მისმა შინაურმა.+ 54  ეს მეორე ნიშანი+ იყო, რომელიც იესომ იუდეიდან გალილეაში მოსვლის შემდეგ მოახდინა.

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
დაახლოებით დღის 1 საათი, მეშვიდე საათი მზის ამოსვლიდან.