არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 21:1—25

21  ამის შემდეგ იესო კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს ტიბერიადის ზღვასთან. აი, ასე გამოეცხადა მათ:  სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა,+ ნათანაელი+ გალილეის კანიდან, ზებედეს ვაჟები+ და ორი სხვა მოწაფე ერთად იყვნენ.  სიმონ-პეტრემ უთხრა მათ: „წავედი სათევზაოდ“. მათ მიუგეს: „ჩვენც მოვდივართ“. გავიდნენ და ჩასხდნენ ნავში, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.+  გამთენიისას იესო ნაპირზე იდგა, მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ ის იესო იყო.+  მაშინ იესომ ჰკითხა მათ: „შვილებო, საჭმელი არაფერი გაქვთ?“ მათ უპასუხეს: „არა!“  უთხრა მათ: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“.+ მათაც ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.+  მაშინ მოწაფემ, რომელიც იესოს უყვარდა,+ პეტრეს უთხრა:+ „ეს უფალია!“ სიმონ-პეტრემ რომ გაიგონა, უფალიაო, ჩაიცვა და ზღვაში გადაეშვა, რადგან შიშველი იყო.  სხვა მოწაფეები კი პატარა ნავით მოვიდნენ, რადგან ნაპირიდან არც ისე შორს, დაახლოებით ასი მეტრის მანძილზე იყვნენ, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე.  როცა ნაპირზე გამოვიდნენ, დაინახეს პური და გაღვივებული ნაკვერჩხლები,+ რომლებზეც თევზი ეწყო. 10  იესომ უთხრა მათ: „ახალი დაჭერილი თევზი მოიტანეთ“. 11  სიმონ-პეტრე ნავში ჩაჯდა და ნაპირზე გამოათრია ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე. თუმცა ამდენი თევზი იყო, ბადე არ გახეულა. 12  იესომ უთხრა მოწაფეებს: „მოდით, ისაუზმეთ“.+ ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ეკითხა, ვინა ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13  მივიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ,+ ასევე თევზი. 14  ეს უკვე მესამედ+ გამოეცხადა იესო მოწაფეებს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 15  საუზმის შემდეგ იესომ სიმონ-პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ*?“+ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ*“.+ უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები“.+ 16  მეორედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ*?“+ მან მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ*“. უთხრა მას: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“.+ 17  მესამედაც ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ*?“ პეტრე დამწუხრდა, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო, და უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი.+ იცი, რომ მიყვარხარ*“. იესომ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები.+ 18  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: როცა ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს+ და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“.+ 19  ეს იმის მისანიშნებლად თქვა, თუ როგორი სიკვდილით+ განადიდებდა ღმერთს.+ შემდეგ უთხრა მას: „მომყევი“.+ 20  პეტრე მიბრუნდა და დაინახა, რომ მათ მიჰყვებოდა მოწაფე, რომელიც იესოს უყვარდა+ — ის, ვახშამზე იესოს მკერდზე რომ მიეყრდნო და ჰკითხა: „უფალო, ვინ გაგცემს?“ 21  მის დანახვაზე პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, რას გააკეთებს ეს კაცი?“ 22  იესომ უთხრა მას: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემ მოსვლამდე დარჩეს,+ შენ რა? შენ მე მომყევი“. 23  და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა, თუმცა იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ თქვა, თუ ჩემი ნებაა, ჩემ მოსვლამდე დარჩეს,+ შენ რაო? 24  ეს ის მოწაფეა,+ რომელიც მოწმობს ამის შესახებ და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ მისი დამოწმება ჭეშმარიტია.+ 25  სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს.+

სქოლიოები

ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად აგაპე.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად ფილია.
ბერძნულად ფილია.