წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 2:1—25

2  მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში.+ იესოს დედაც+ იქ იყო.  ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული.  ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა+ უთხრა: „ღვინო აღარა აქვთ“.  იესომ მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?+ ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“.+  დედამისმა მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.+  როგორც იუდეველების განწმენდის+ წესებით მოითხოვებოდა, იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა.  იესომ უთხრა მათ: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე.  შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“. მათაც მიართვეს.  როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს+ (მან არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მომსახურეებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), ნეფეს დაუძახა 10  და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო+ გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11  იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა, რითაც თავისი ნიშნების მოხდენა დაიწყო და თავისი დიდება+ ცხადი გახადა. მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი. 12  ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან. 13  მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში+ ავიდა. 14  ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15  თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16  მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის+ სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17  გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“.+ 18  ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშნით+ გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“ 19  იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი+ და სამ დღეში აღვადგენ“. 20  იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 21  ტაძარში+ ის თავის სხეულს გულისხმობდა. 22  როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ,+ ამას რომ ამბობდა ხოლმე. მათ ირწმუნეს წმინდა წერილი და იესოს მიერ ნათქვამი სიტყვა. 23  იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე+ ყოფნისას ბევრმა ირწმუნა მისი სახელი,+ როდესაც ნახეს მის მიერ მოხდენილი ნიშნები,+ 24  მაგრამ იესო არ ენდობოდა+ მათ, რადგან ყველას იცნობდა 25  და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა ადამიანის ბუნება.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, ბათი, რაც უდრიდა 22 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.