წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 19:1—42

19  მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა.+  ჯარისკაცებმა კი ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწისფერი მოსასხამი მოასხეს.+  მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ და სილას აწნავდნენ.+  პილატე ისევ გარეთ გამოვიდა და უთხრა მათ: „აჰა, გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“.+  მაშინ იესო გარეთ გამოვიდა. თავზე ეკლის გვირგვინი ედგა და ძოწისფერი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული. პილატემ უთხრა მათ: „აი კაცი!“  როცა ის უფროსმა მღვდლებმა და მცველებმა დაინახეს, აყვირდნენ: „ბოძზე გააკარი! ბოძზე გააკარი!“+ პილატემ უთხრა მათ: „წაიყვანეთ და თქვენ თვითონ გააკარით, რადგან მე ვერაფერში ვერ ვდებ ბრალს“.+  იუდეველებმა მიუგეს: „ჩვენ გვაქვს კანონი,+ რომლის მიხედვითაც ის სიკვდილს იმსახურებს, რადგან ღვთის ძედ გამოიყვანა თავი“.+  ამის მოსმენაზე პილატეს უფრო შეეშინდა,  ისევ სასახლეში შევიდა და ჰკითხა იესოს: „საიდანა ხარ?“ მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.+ 10  მაშინ პილატემ უთხრა მას: „მე არ მცემ ხმას?+ განა არ იცი, რომ შენი გათავისუფლებაც და ბოძზე გაკვრაც ჩემი უფლებამოსილებაა?“ 11  იესომ უპასუხა: „ჩემზე არავითარი უფლებამოსილება არ გექნებოდა, ზემოდან რომ არ გქონდეს ნება მოცემული.+ ამიტომაც მას, ვინც ჩემი თავი შენ გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს“. 12  ამის გამო პილატე ცდილობდა, როგორმე გაეთავისუფლებინა იგი. იუდეველები კი ყვიროდნენ: „შენ თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ ყოფილხარ. ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისრის წინააღმდეგ გამოდის“.+ 13  ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ პილატემ გარეთ გაიყვანა იესო და დაჯდა სასამართლო ტახტზე იმ ადგილას, რომელსაც ქვაფენილი ეწოდება, ებრაულად — გაბათა. 14  ამ დროს მიმდინარეობდა მზადება+ პასექისთვის. მეექვსე საათი იქნებოდა. პილატემ იუდეველებს უთხრა: „აი თქვენი მეფე!“ 15  ისინი აყვირდნენ: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“ პილატემ ჰკითხა მათ: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“ უფროსმა მღვდლებმა უპასუხეს: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“.+ 16  მაშინ გადასცა მათ იგი ბოძზე გასაკრავად.+ მათ კი მეთვალყურეები დაუყენეს იესოს. 17  მიჰქონდა თავისი წამების ბოძი*+ და მივიდა+ ეგრეთ წოდებულ თხემის ადგილზე, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ეწოდება.+ 18  იქ ის ბოძზე გააკრეს.+ მასთან ერთად ორი სხვაც: ერთი — აქეთ, მეორე — იქით, იესო კი — შუაში.+ 19  პილატემ წარწერაც გააკეთა და წამების ბოძზე დაამაგრა. წარწერა ასეთი იყო: „იესო ნაზარეთელი, იუდეველთა მეფე“.+ 20  ბევრმა იუდეველმა წაიკითხა ეს წარწერა, რადგან ადგილი, სადაც იესო ბოძზე გააკრეს, ქალაქთან ახლოს იყო,+ თანაც დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად. 21  იუდეველთა უფროსი მღვდლები ეუბნებოდნენ პილატეს: «ნუ წერ: „იუდეველთა მეფე“, დაწერე როგორც მან თქვა: „მე ვარ იუდეველთა მეფე“». 22  პილატემ უპასუხა: „რაც დავწერე, დავწერე“. 23  როცა ჯარისკაცებმა იესო ბოძზე გააკრეს, აიღეს მისი მოსასხამი და სამოსელი. მოსასხამი ოთხ ნაწილად გაყვეს, რომ თითოეულ ჯარისკაცს თითო ნაწილი შეხვედროდა. სამოსელს კი ნაკერები არ ჰქონდა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.+ 24  ერთმანეთს უთხრეს: „ნუ დავხევთ, კენჭი ვყაროთ და ვისაც შეხვდება, იმისი იყოს“. ეს იმიტომ მოხდა, რომ შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „ჩემი მოსასხამი გაინაწილეს და ჩემს სამოსელზე წილი ყარეს“.+ ჯარისკაცები მართლა ასე მოიქცნენ. 25  იესოს წამების ბოძთან იდგნენ დედამისი,+ დეიდამისი, კლოპას ცოლი მარიამი+ და მაგდალელი მარიამი.+ 26  როცა იესომ დაინახა იქ მდგომი დედამისი და თავისი საყვარელი მოწაფე,+ დედას უთხრა: „აი შენი ვაჟი!“ 27  მერე მოწაფეს უთხრა: „აი დედაშენი!“ მაშინ მოწაფემ ის თავისთან წაიყვანა. 28  ამის შემდეგ, რადგან იცოდა იესომ, რომ უკვე ყველაფერი შესრულდა, წმინდა წერილში დაწერილის შესასრულებლად თქვა: „წყალი!“+ 29  იქ ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპის ღეროს წამოაცვეს და იესოს პირთან მიუტანეს.+ 30  როცა ძმარი იგემა, იესომ თქვა: „შესრულდა!“+ თავი დახარა და სული განუტევა.+ 31  სამზადისის+ დღე იყო და გვამები წამების ბოძებზე რომ არ დარჩენილიყო+ შაბათს (რადგან ის დიდი შაბათი იყო),+ იუდეველებმა პილატეს სთხოვეს, რომ წვივები გადაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ. 32  მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და იესოსთან ერთად ბოძებზე გაკრულებს, ერთსაც და მეორესაც, წვივები გადაუმტვრიეს. 33  როცა იესოსთან მივიდნენ და დაინახეს, რომ უკვე მკვდარი იყო, წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის, 34  მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი გაუყარა ფერდში+ და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა. 35  ეს თვითმხილველმა დაამოწმა და მისი დამოწმება ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.+ 36  ეს ყოველივე მოხდა, რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი: „მისი ძვალი არ გადატყდება“.+ 37  წმინდა წერილში აგრეთვე ნათქვამია: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“.+ 38  ამის შემდეგ იოსებ არიმათეელმა, რომელიც იესოს მოწაფე იყო — ოღონდ ფარულად, რადგან იუდეველებისა ეშინოდა+ — პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვა სთხოვა.+ პილატემ ნება დართო. ისიც მივიდა და ჩამოხსნა ცხედარი.+ 39  მივიდა ნიკოდემეც, რომელმაც პირველად ღამით მიაკითხა მას, და მიიტანა შეხვეული სმირნა და ალოე, დაახლოებით ოცდაათი კილო.+ 40  იესოს ცხედარი გაახვიეს და სახვევებში სურნელოვანი მცენარეები ჩაატანეს+ დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ. 41  იმ ადგილას, სადაც ის ბოძზე გააკრეს, ბაღი იყო, ბაღში კი — ახალი სამარხი,+ რომელშიც მანამდე არავინ დაესვენებინათ. 42  იუდეველებს სამზადისი+ ჰქონდათ და რადგან სამარხი ახლოს იყო, იესო იქ დაასვენეს.

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.