წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 17:1—26

17  ამის თქმის შემდეგ იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო+ და თქვა: „მამა, მოვიდა საათი, განადიდე შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ,+  რადგან ძალაუფლება მიეცი მას ყოველ ხორციელზე,+ რათა ყველას, ვინც მას მიეცი,+ მარადიული სიცოცხლე მისცეს.+  მარადიული სიცოცხლის+ მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ,+ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს,+ და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს.+  მე განგადიდე+ დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე.+  ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე.+  შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებიდან.+ შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ.  ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგან არის,  რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, მათ გადავეცი.+ მიიღეს ისინი და ჭეშმარიტად შეიცნეს, რომ შენგან გამოვედი,+ და ირწმუნეს, რომ შენ გამომგზავნე.+  მათთვის გთხოვ. ქვეყნიერებისთვის კი არ გთხოვ,+ არამედ მათთვის, ვინც შენ მომეცი, რადგან ისინი შენები არიან; 10  ყველაფერი ჩემი შენია,+ შენი კი — ჩემი, და მე მათ შორის განვდიდდი. 11  მე აღარა ვარ ქვეყნიერებაში, ისინი კი არიან.+ მე შენთან მოვდივარ. წმინდა მამა, დაიცავი ისინი+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მე მომეცი, რათა ისინიც ჩვენსავით ერთნი იყვნენ.+ 12  როცა მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ+ შენი სახელის გულისთვის, რომელიც მომეცი. დავიფარე ისინი და მათგან არავინ დაღუპულა+ დაღუპვის ძის გარდა,+ რათა შესრულებულიყო წმინდა წერილში დაწერილი.+ 13  ახლა კი შენთან მოვდივარ და ამ ყოველივეს ქვეყნიერებაში ვლაპარაკობ, რათა ისინი ჩემი სიხარულით აივსონ.+ 14  შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა+ ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+ 15  იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა.+ 16  ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი,+ როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.+ 17  განწმინდე+ ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა+ ჭეშმარიტებაა.+ 18  როგორც შენ გამომგზავნე ქვეყნიერებაში, ისე მე გავგზავნე ისინი ქვეყნიერებაში.+ 19  ჩემს თავს განვწმენდ მათი გულისთვის, რათა ისინიც განიწმინდონ+ ჭეშმარიტებით. 20  მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს,+ 21  რათა ყველანი ერთნი იყვნენ,+ როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში,+ მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან+ და ქვეყნიერებამ ირწმუნოს, რომ შენ გამომგზავნე.+ 22  მე მივეცი მათ დიდება, რომელიც შენ მომეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.+ 23  მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან, რათა სრულყოფილებას მიაღწიონ ერთობაში+ და ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ შენ გამომგზავნე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. 24  მამა, მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ,+ ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული, რადგან ქვეყნიერების+ შექმნამდე+ შემიყვარე. 25  მართალო+ მამა, ქვეყნიერებას არ შეუცნიხარ,+ მაგრამ მე შეგიცანი და ამათაც შეიცნეს, რომ შენ გამომგზავნე.+ 26  ვამცნე მათ შენი სახელი+ და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“.+

სქოლიოები