წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 13:1—38

13  იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ამ ქვეყნიერებიდან მამასთან გადასვლის+ საათი დამდგარი+ იყო, და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ,+ ბოლომდე უყვარდა ისინი.  ვახშმის დროს ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა ისკარიოტელის,+ სიმონის ძის გულში იესოს გაცემა.+  ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელში,+ რომ ღვთისგან გამოვიდა და ღმერთთან მიდიოდა,+  სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.+  ტაშტში წყალი ჩაასხა, დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა+ და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება.  სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“+  იესომ მიუგო: „ახლა არ გესმის, რასაც ვაკეთებ. მერე გაიგებ“.+  პეტრემ უთხრა მას: „ეს არ მოხდება, არ დაგაბანინებ ფეხებს“. იესომ უპასუხა: „თუ არ დამაბანინებ,+ ჩემთან არ გექნება წილი“.  სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, მაშინ მარტო ფეხებს კი არა, ხელებსა და თავსაც დაგაბანინებ“. 10  იესომ უთხრა: „დაბანილს+ ფეხების დაბანის გარდა არაფერი სჭირდება, რადგან მთლიანად სუფთაა. თქვენ სუფთანი ხართ, მაგრამ არა ყველა“. 11  მან იცოდა, ვინ გასცემდა.+ ამიტომაც თქვა, ყველა არა ხართო სუფთა. 12  როცა მათ ფეხები დაბანა, მოსასხამი მოისხა, კვლავ მაგიდასთან მივიდა თავის ადგილზე და უთხრა მათ: «იცით, რა გაგიკეთეთ? 13  თქვენ მოძღვარსა+ და უფალს+ მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის.+ 14  ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები,+ თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.+ 15  ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ.+ 16  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი, არც გაგზავნილია გამგზავნელზე დიდი.+ 17  თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით.+ 18  ყველა თქვენგანზე არ ვლაპარაკობ, ვიცი, ვინც ამოვირჩიე,+ მაგრამ უნდა შესრულდეს წმინდა წერილში დაწერილი:+ „მან, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ჩემზე აღმართა ქუსლი“.+ 19  ახლა გეუბნებით, სანამ ეს მოხდებოდეს,+ რათა, როცა მოხდება, ირწმუნოთ, რომ ეს მე ვარ. 20  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემგან გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს,+ ხოლო ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს».+ 21  ეს რომ თქვა, იესოს სული* აუფორიაქდა და დაამოწმა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“.+ 22  დაბნეულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახედეს, ვისზე თქვაო.+ 23  იესოს გვერდით სუფრასთან იყო ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც უყვარდა მას.+ 24  მაშინ სიმონ-პეტრემ თავით ანიშნა მას და უთხრა: „თქვი, ვინ არის, ვისზე ამბობს“. 25  ის კი მკერდზე მიეყრდნო იესოს და ჰკითხა: „უფალო, ვინ არის?“+ 26  იესომ უპასუხა: „ის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ“.+ ასე რომ, ჩააწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს. 27  ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში.+ მაშინ იესომ უთხრა მას: „მალე გააკეთე, რასაც აკეთებ“. 28  მაგრამ მათგან, ვინც მაგიდასთან იყო, არავინ იცოდა, რატომ უთხრა ეს. 29  ვინაიდან ყულაბა იუდას ჰქონდა,+ ზოგს ეგონა, რომ იესო ეუბნებოდა, იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან რაიმე მიეცი ღარიბებსო.+ 30  იუდამ ლუკმა გამოართვა და გარეთ გავიდა. ღამე იყო.+ 31  მისი გასვლის შემდეგ, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე+ და მისით განდიდდა ღმერთი. 32  თვითონ ღმერთი განადიდებს მას,+ დაუყოვნებლივ განადიდებს. 33  შვილებო,+ ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ; რაც იუდეველებს ვუთხარი — სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას+ — თქვენც იმავეს გეუბნებით. 34  ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ,+ თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.+ 35  ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.+ 36  სიმონ-პეტრემ ჰკითხა მას: „სად მიდიხარ, უფალო?“ იესომ უპასუხა: „სადაც მე მივდივარ, იქ ახლა ვერ გამომყვები, მერე კი გამომყვები“.+ 37  პეტრემ უთხრა მას: „უფალო, ახლა რატომ ვერ გამოგყვები? სულს* გავწირავ შენთვის“.+ 38  იესომ უპასუხა: „სულს გასწირავ ჩემთვის? ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ“.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.