წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იოანე 10:1—42

10  „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც კარიდან+ არ შედის ფარეხში, არამედ სხვა ადგილიდან გადადის, ქურდი და მძარცველია,+  მაგრამ ვინც კარიდან+ შედის, მწყემსია.+  კართან მდგომი გუშაგი+ მას კარს უღებს და ცხვარი+ უსმენს მის ხმას. ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს.  როცა თავისებს ყველას გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება,+ რადგან ცნობს მის ხმას;+  უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა,+ რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“.+  იესომ მათ ეს შედარება მოუყვანა, მათ კი არ ესმოდათ, რას ელაპარაკებოდა.+  მაშინ იესომ კვლავ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი+ ვარ ცხვრისთვის.  ყველა, ვინც კი ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია,+ მაგრამ ცხვარმა არ მოუსმინა მათ.+  მე კარი+ ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის.+ 10  ქურდი+ მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს.+ მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად. 11  მე კარგი მწყემსი ვარ,+ კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის.+ 12  დაქირავებული+ მუშა, რომელიც მწყემსი არ არის და არც ცხვარია მისი, მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვარს და გარბის (მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს),+ 13  რადგან ის დაქირავებული+ მუშაა და არ ზრუნავს ცხვარზე.+ 14  მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს,+ ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე,+ 15  როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას;+ მე ჩემს სულს* ვწირავ ცხვრისთვის.+ 16  მე სხვა ცხვარიც მყავს,+ არა ამ ფარეხისა,+ ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას+ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.+ 17  მამას იმიტომ ვუყვარვარ,+ რომ ჩემს სულს ვწირავ,+ რათა კვლავ მივიღო იგი. 18  ჩემთვის ის არავის წაურთმევია, მე თვითონ ვწირავ მას. მაქვს უფლებამოსილება მის გასაწირადაც და კვლავ მისაღებადაც.+ ამის შესახებ მამაჩემისგან მივიღე მცნება“.+ 19  ამ სიტყვების გამო იუდეველებს შორის კვლავ განხეთქილება+ ჩამოვარდა. 20  ბევრი მათგანი ამბობდა: „დემონი ჰყავს+ და შეშლილია. რას უსმენთ მას?“ 21  სხვები ამბობდნენ: „ეს დემონით შეპყრობილი კაცის სიტყვები არ არის. განა შეუძლია დემონს, ბრმებს თვალი აუხილოს?“ 22  იმ დროს იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაული იყო. ზამთარი იდგა. 23  იესო ტაძარში დადიოდა, სოლომონის კოლონადაში*.+ 24  მას გარს შემოეხვივნენ იუდეველები და ეუბნებოდნენ: „როდემდე უნდა გყავდეს გაურკვევლობაში ჩვენი სულები? თუ ქრისტე ხარ,+ პირდაპირ გვითხარი“.+ 25  იესომ უპასუხა: „გითხარით და არა გწამთ. საქმეები, რომლებსაც მამაჩემის სახელით ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე,+ 26  მაგრამ თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ.+ 27  ჩემი ცხვარი+ ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.+ 28  მე მათ მარადიულ სიცოცხლეს+ ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან;+ მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+ 29  ის, რაც მამაჩემმა+ მომცა, ყველაფერზე მეტია+ და მათ ვერავინ გამოსტაცებს ხელიდან მამას.+ 30  მე და მამა ერთნი ვართ“.+ 31  იუდეველებმა კვლავ ქვებს დაავლეს ხელი მის ჩასაქოლად.+ 32  ამაზე იესომ უთხრა: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან. რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ 33  იუდეველებმა უპასუხეს: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ მკრეხელობისთვის,+ იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი“.+ 34  იესომ მიუგო: «განა თქვენს კანონში არ წერია:+ „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“?+ 35  თუ მან ღმერთები+ უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება,+ 36  ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?+ 37  თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ,+ ნუ მერწმუნებით, 38  მაგრამ თუ ვაკეთებ, მე თუ არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ,+ რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან».+ 39  მაშინ კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას,+ მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.+ 40  ისევ წავიდა იორდანის გაღმა, იმ ადგილას, სადაც ადრე იოანე ნათლავდა,+ და იქ დარჩა. 41  ბევრი მივიდა მასთან და ამბობდა: „იოანეს ერთი ნიშანიც არ მოუხდენია, მაგრამ რაც ამ კაცზე უთქვამს, ყველაფერი მართალია“.+ 42  იქ მრავალმა ირწმუნა იგი.+

სქოლიოები

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.
სვეტებიანი დერეფანი.