წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 9:1—27

9  ეს რომ გაიგეს იორდანის გაღმა, მთასა და შეფელაში, დიდი ზღვის+ მთელ სანაპიროზე და ლიბანის+ წინ მცხოვრებმა მეფეებმა,+ ხეთელებმა,+ ამორეველებმა, ქანაანელებმა,+ ფერიზელებმა,+ ხიველებმა და იებუსელებმა,+  ერთად შეიკრიბნენ იესო ნავეს ძესთან და ისრაელთან შესაბრძოლებლად.+  გაიგეს გაბაონელებმა,+ რა დამართა იესო ნავეს ძემ იერიხონსა+ და აის+  და წინდახედულობა+ გამოიჩინეს; წავიდნენ, საგზალი მოიმარაგეს, აჰკიდეს ვირებს გაცვეთილი ტომრები და გაცვეთილი, დახეთქილი და დაკერებული ტიკები,+  ფეხზე გაცვეთილი და დაკერებული სანდლები ჩაიცვეს, ტანზე — გაცვეთილი ტანსაცმელი, პური კი ისეთი გამხმარი წაიღეს, რომ იფშვნებოდა.  მივიდნენ იესო ნავეს ძესთან გილგალში,+ ბანაკში, და უთხრეს მას და ისრაელებს: „შორი ქვეყნიდან მოვედით, დაგვიდეთ შეთანხმება“.+  ისრაელებმა უთხრეს ხიველებს:+ „იქნებ მახლობლად ცხოვრობთ, როგორ დაგიდოთ შეთანხმება?“+  მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „შენი მსახურები ვართ“.+ ჰკითხა მათ იესო ნავეს ძემ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“  მათ მიუგეს: „შორი ქვეყნიდან+ მოვიდნენ შენი მსახურები იეჰოვას, შენი ღვთის სახელის+ გამო, რადგან გავიგეთ მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,+ 10  და რაც ამორეველთა ორ მეფეს დამართა იორდანის გაღმა, სიხონს+ — ხეშბონის მეფეს, და ოგს+ — ბაშანის მეფეს აშთაროთში.+ 11  გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებმა:+ წაიღეთ საგზალი, შეხვდით მათ და უთხარით, თქვენი მსახურები+ ვართ, შეთანხმება დაგვიდეთ-თქო.+ 12  იმ დღეს, როცა სახლიდან გამოვედით, ეს პური საგზლად წამოვიღეთ და თქვენთან წამოვედით. ის ჯერ კიდევ ცხელი იყო, ახლა კი ისეა გამხმარი, რომ იფშვნება.+ 13  ეს ღვინის ტიკები, როცა გავავსეთ, ახლები იყო, ახლა კი დამსკდარია;+ ტანსაცმელი და სანდლებიც შორი გზის გამო შემოგვაცვდა“. 14  ისრაელებმა ისე გამოართვეს საგზალი, რომ არ დაეკითხნენ იეჰოვას ბაგეს.+ 15  ზავი შეკრა მათთან+ იესო ნავეს ძემ და შეთანხმება დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა; კრებულის თავკაცებმაც+ შეჰფიცეს მათ.+ 16  შეთანხმების დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან ისინი და მათთან ახლოს უცხოვრიათ. 17  დაიძრნენ ისრაელის ძეები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს: გაბაონს,+ ქეფირას,+ ბეეროთსა+ და კირიათ-იეარიმს.+ 18  არ შეუტიეს მათ ისრაელის ძეებმა, რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი+ დაიფიცეს+ კრებულის თავკაცებმა. მთელმა კრებულმა დრტვინვა დაიწყო თავკაცების წინააღმდეგ.+ 19  უთხრეს თავკაცებმა მთელ კრებულს: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთი დავუფიცეთ მათ და ვეღარაფერს დავუშავებთ.+ 20  სხვა გზა არა გვაქვს, ცოცხლები უნდა დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს იმ ფიცის გამო, რომლითაც დავუფიცეთ“.+ 21  უთხრეს მათ თავკაცებმა: „ცოცხლები დარჩნენ და მთელი კრებულისთვის შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები იყვნენ,+ როგორც დაჰპირდნენ მათ თავკაცები “.+ 22  მოუხმო მათ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „მეზობლები ყოფილხართ+ და რატომ მოგვატყუეთ, შორიდან ვართო?+ 23  დაწყევლილი ხალხი ხართ,+ ყოველთვის მონები იქნებით,+ შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები ჩემი ღვთის სახლისთვის“.+ 24  მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „გაგებული ჰქონდათ შენს მსახურებს, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავის მსახურ მოსეს უბრძანა, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ მიწას და თქვენ თვალწინ მოსპობდა ამ მიწის მკვიდრთ;+ ძლიერ შეგვეშინდა თქვენი, გვეგონა, სიცოცხლეს* დავკარგავდით,+ და ასე იმიტომ მოვიქეცით.+ 25  შენს ხელში ვართ და როგორც გინდა და როგორც სწორი იქნება შენს თვალში, ისე მოგვექეცი“.+ 26  ასეც მოექცა იგი მათ, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაახოცვინა ისინი.+ 27  დააყენა+ ისინი იესო ნავეს ძემ შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად კრებულისთვის+ და იეჰოვას სამსხვერპლოსთვის, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევდა,+ და დღემდე ასეა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულებს.