წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 7:1—26

7  ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძეები, რადგან იუდას ტომიდან ზერახის ვაჟმა, ზაბდის ვაჟმა, ქარმის ვაჟმა აქანმა+ აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო,+ და აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელის ძეებზე.+  გაგზავნა იესო ნავეს ძემ კაცები იერიხონიდან აიში,+ ბეთ-ავენის+ მახლობლად, ბეთელის+ აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ის მიწა“. ისინიც ავიდნენ და დაზვერეს აი.+  დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: „ნუ ავა ყველა, ორი ან სამი ათასი კაცი ავიდეს და შეუტიოს აის; არ ღირს მთელი ხალხის დაქანცვა, ცოტანი არიან ისინი“.  სამი ათასამდე კაცი ავიდა იქ, მაგრამ უკუიქცნენ აიელების+ შიშით.  აიელებმა მათგან ოცდათექვსმეტამდე კაცი მოკლეს; დაედევნენ+ მათ, კარიბჭიდან შებარიმამდე სდიეს და ფერდობზეც დახოცეს. შეუკრთა გული ხალხს და წყალივით გაუხდა.+  შემოიხია იესო ნავეს ძემ მოსასხამი და საღამომდე პირქვე იყვნენ დამხობილნი+ იეჰოვას კიდობნის წინაშე ის და ისრაელის უხუცესები და მტვერს იყრიდნენ თავზე.+  იესო ნავეს ძემ თქვა: „ვაი, უზენაესო უფალო, იეჰოვა, იმიტომ გადმოიყვანე ეს ხალხი იორდანეზე, რომ ამორეველების ხელში ჩავცვენილიყავით და გავენადგურებინეთ?! ნეტავ იორდანის გაღმა დავრჩენილიყავით!+  მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ რა ვთქვა, როცა უკუიქცა ისრაელი მტრისგან?!  გაიგებენ ქანაანელები და იმ მიწის მთელი მოსახლეობა, შემოგვესევიან და მიწის პირიდან მოსპობენ ჩვენს სახელს.+ რას გააკეთებ შენი დიდებული სახელისთვის?“+ 10  მიუგო იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: «ადექი! რას დამხობილხარ პირქვე?! 11  შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი შეთანხმება,+ რომელიც მცნებად დავუდე; აიღეს ის, რაც გასანადგურებელი+ იყო, მოიპარეს+ და თავიანთ ნივთებში+ დამალეს.+ 12  ვერ გაიმარჯვებენ ისრაელის ძეები მტერზე;+ უკუიქცევიან მტრისგან, რადგან გასანადგურებლები არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, სანამ არ მოსპობთ თქვენგან იმას, რაც გასანადგურებელია.+ 13  ადექი! განწმინდე ხალხი+ და უთხარი: „ხვალ განიწმინდეთ, რადგან ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: ისრაელო, შენ გაქვს ის, რაც გასანადგურებელია.+ ვერ გაიმარჯვებ მტერზე, სანამ არ მოიშორებ იმას, რაც გასანადგურებელია. 14  ტომებად წარდექით დილით და ის ტომი გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს;+ მერე საგვარეულოებად წარდექით და ის საგვარეულო გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს; მერე სახლეულობების მიხედვით წარდექით და ის სახლეულობა გამოვიდეს, რომელსაც იეჰოვა დაადებს ხელს, ბოლოს კი მამაკაცები წარდგნენ. 15  ვისაც აღმოაჩნდება ის, რაც გასანადგურებელია, ცეცხლში უნდა დაიწვას,+ ისიც და რაც მისია, რადგან დაარღვია იეჰოვას შეთანხმება+ და სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში“».+ 16  ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე და გამოიყვანა ისრაელი ტომებად. ხელი იუდას ტომს დაედო. 17  გამოიყვანა იუდასგან წამოსული საგვარეულოები და ხელი ზერახელებს+ დაედო, რის შემდეგაც ზერახელთა საგვარეულო გამოვიდა; წარდგნენ მამაკაცები და ზაბდის დაედო ხელი. 18  გამოიყვანა ზაბდიმ მამაკაცები თავისი სახლეულობიდან და აქანს დაედო ხელი, ქარმის ვაჟს, ზაბდის ვაჟს, ზერახის ვაჟს იუდას ტომიდან.+ 19  უთხრა იესო ნავეს ძემ აქანს: „შვილო, მიაგე დიდება იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ აღიარე მის წინაშე+ და მითხარი,+ რა ჩაიდინე, არ დამიმალო“.+ 20  მიუგო აქანმა იესო ნავეს ძეს: „შევცოდე იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ და ესა და ეს ჩავიდინე. 21  დავინახე+ ნაძარცვში ერთი მშვენიერი შინარული+ მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ერთი ოქროს ზოდი, რომელიც ორმოცდაათ შეკელს იწონიდა, დავხარბდი+ და წამოვიღე.+ ყველაფერი აი იქ, ჩემს კარავშია დამალული მიწაში, ფული კი მოსასხამის ქვეშ არის“.+ 22  გაგზავნა იესო ნავეს ძემ მაცნეები; შეცვივდნენ კარავში და ნახეს, რომ ყველაფერი კარავში იყო დამალული, და ფულიც მოსასხამის ქვეშ იყო. 23  ყველაფერი გამოიტანეს კარვიდან, მიუტანეს იესო ნავეს ძესა და ისრაელის ძეებს და იეჰოვას წინაშე დაყარეს. 24  წაიყვანეს აქანი,+ ზერახის ვაჟი, იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, წაიღეს ვერცხლი, მოსასხამი, ოქროს ზოდი,+ წაიყვანეს მისი ვაჟები, ასულები, ხარები, ვირები და ფარა, წაიღეს კარავი და ყველაფერი, რაც მისი იყო, და აქორის ველზე+ მივიდნენ. 25  უთხრა იესო ნავეს ძემ: „რატომ დაგვატეხე თავს უბედურება?!+ დღესვე დაგატეხს თავს უბედურებას იეჰოვა“. მთელმა ისრაელმა ჩაქოლა+ იგი და მერე ცეცხლში დაწვეს ისინი,+ ქვებით ჩაქოლეს. 26  აღმართეს მასზე ქვების დიდი გროვა და დღემდე ასეა.+ დაცხრა იეჰოვას რისხვა.+ ამიტომ ჰქვია იმ ადგილს აქორის* ველი+ და დღემდე ასეა.

სქოლიოები

ნიშნავს უბედურებას.