წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 3:1—17

3  ადგა დილით ადრე იესო ნავეს ძე, დაიძრნენ ის და ისრაელის ძეები შიტიმიდან+ და იორდანეს მიადგნენ; იმ ღამეს იქ დარჩნენ, სანამ გაღმა გავიდოდნენ.  მესამე დღის ბოლოს+ თავკაცებმა+ ბანაკი მოიარეს  და ხალხს უბრძანეს: „როცა დაინახავთ, რომ ლევიანი მღვდლები იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმების კიდობანს წაიღებენ,+ თქვენც დაიძარით და გაჰყევით მას,  ოღონდ დაახლოებით ორი ათასი წყრთის* მოშორებით,+ არ მიუახლოვდეთ მას, რათა იცოდეთ, რომელი გზით წახვიდეთ, რადგან იმ გზაზე ჯერ არ გაგივლიათ“.  უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „განიწმინდეთ,+ რადგან ხვალ იეჰოვა საოცრებებს მოიმოქმედებს თქვენ შორის“.+  შემდეგ იესო ნავეს ძემ მღვდლებს მიმართა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და ხალხს წინ წაუძეხით“. მათაც აიღეს კიდობანი და ხალხს წაუძღვნენ.  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს განგადიდებ მთელი ისრაელის თვალში,+ რათა იცოდნენ, რომ შენთანაც ისე ვიქნები,+ როგორც მოსესთან ვიყავი.+  უბრძანე+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებენ: იორდანის წყალს რომ მიადგებით, გაჩერდით-თქო“.+  უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებს: „მოდით და მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის სიტყვებს“. 10  იესო ნავეს ძემ თქვა: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის;+ ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.+ 11  აი, თქვენ წინ შედის იორდანეში მთელი დედამიწის უფლის შეთანხმების კიდობანი. 12  თორმეტი კაცი აირჩიეთ ისრაელის ტომებიდან, თითო კაცი თითო ტომიდან.+ 13  როგორც კი მღვდლები, რომლებიც იეჰოვას, მთელი დედამიწის უფლის კიდობანს ატარებენ, იორდანის წყალში ჩადგამენ ფეხს, გაიყოფა წყალი და ზემოდან მომდინარე წყალი კედლად აღიმართება“.+ 14  დაიძრნენ თავიანთი კარვებიდან იორდანეზე გადასასვლელად ისრაელის ძეები და მღვდლები, რომლებიც წინ მიუძღოდნენ ხალხს და შეთანხმების კიდობანი+ მიჰქონდათ, 15  და როგორც კი მიადგნენ იორდანეს მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებდნენ, და ჩადგეს ფეხი წყალში (მკის დროს ნაპირებიდან+ გადმოდის იორდანე), 16  გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა+ შორს, ქალაქ ადამთან, ცარეთანის+ გადასწვრივ; ხოლო არაბას ზღვისკენ, მარილოვანი ზღვისკენ+ მიმდინარე წყალი დაშრა. გაიყო წყალი და ხალხმა იერიხონისკენ დაიწყო გადასვლა. 17  შუა იორდანეში მშრალ მიწაზე+ უძრავად იდგნენ მღვდლები, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და მთელი ისრაელი მშრალად+ გადადიოდა, სანამ მთელმა ერმა არ გადაკვეთა იორდანე.

სქოლიოები

დაახლოებით 890 მეტრი.