წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 24:1—33

24  შეკრიბა იესო ნავეს ძემ ისრაელის ყველა ტომი შექემში+ და მოუხმო ისრაელის უხუცესებს,+ თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს და წარდგნენ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე.+  უთხრა ხალხს იესო ნავეს ძემ: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდი ხნის წინათ თქვენი წინაპრები+ მდინარის*+ გაღმა ცხოვრობდნენ — თერახი, აბრაამისა და ნახორის მამა,+ — და უცხო ღმერთებს ემსახურებოდნენ.  წამოვიყვანე თქვენი წინაპარი აბრაამი+ მდინარის+ გაღმიდან; მთელი ქანაანის მიწა მოვატარე და შთამომავლობა გავუმრავლე.+ მივეცი მას ისაკი,+  ისაკს კი — იაკობი და ესავი.+ ესავს სეირის მთა მივეცი დასამკვიდრებლად,+ იაკობი და მისი ვაჟები კი ეგვიპტეში ჩავიდნენ.+  გავგზავნე მოსე და აარონი,+ უბედურება დავატეხე ეგვიპტეს+ და გამოგიყვანეთ იქიდან.+  როცა გამომყავდა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან+ და ზღვასთან მოხვედით, ეგვიპტელები საომარი ეტლებითა და მხედრებით დაედევნენ+ თქვენს მამებს და წითელ ზღვამდე სდიეს.  შეღაღადეს მათ იეჰოვას+ და მანაც სიბნელე მოავლინა თქვენსა და ეგვიპტელებს შორის,+ თავზე დააქცია მათ ზღვა+ და დაფარა ისინი; თქვენი თვალით იხილეთ, რა მოვიმოქმედე ეგვიპტეში.+ მას შემდეგ მრავალი დღე ცხოვრობდით უდაბნოში.+  ბოლოს გაგიყვანეთ იორდანის გაღმა, ამორეველების მიწაზე; შეგებრძოლნენ,+ მე კი ხელში ჩაგიგდეთ ისინი, რომ დაუფლებოდით მათ მიწას; გავანადგურე ისინი თქვენ წინაშე.+  ადგა მოაბის მეფის, ციფორის+ ვაჟი ბალაკი და შეებრძოლა ისრაელს.+ მოუხმო ბეორის ძე ბალაამს თქვენ დასაწყევლად.+ 10  არ მინდოდა ბალაამის+ მოსმენა და ბოლოს რამდენჯერმე გაკურთხათ კიდეც.+ ასე გიხსენით მისი ხელიდან.+ 11  შემდეგ იორდანე+ გადაკვეთეთ და იერიხონს+ მიადექით. შეგებრძოლნენ იერიხონის მცხოვრებლები, ამორეველები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელები, გირგაშელები, ხიველები და იებუსელები, მაგრამ მე ხელში ჩაგიგდეთ ისინი.+ 12  შიშის ზარი დავეცი, რამაც განდევნა ისინი თქვენ წინაშე,+ როგორც ამორეველთა ორი მეფე, ოღონდ არა თქვენი მახვილითა და მშვილდით.+ 13  მოგეცით ის მიწა, რომლისთვისაც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ,+ და იქ დასახლდით; იმ ვენახებიდან და ზეთისხილიდან ჭამთ, რომლებიც არ ჩაგიყრიათ“.+ 14  გეშინოდეთ იეჰოვასი+ და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას,+ მოიშორეთ ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში,+ და იეჰოვას ემსახურეთ. 15  თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით,+ იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა*+ თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ,+ მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით.+ 16  ამაზე ხალხმა მიუგო: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ! 17  იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის მიწიდან,+ მონობის სახლიდან,+ მან მოიმოქმედა ჩვენ თვალწინ დიდი ნიშნები,+ მთელი გზა გვიცავდა იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოვიარეთ.+ 18  ყველა ხალხი განდევნა იეჰოვამ ჩვენგან,+ იმ მიწაზე მცხოვრები ამორეველებიც კი. ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი“.+ 19  უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „ვერ ემსახურებით იეჰოვას, რადგან წმინდა ღმერთია+ იგი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთი. არ გაპატიებთ ურჩობასა და ცოდვებს.+ 20  თუ მიატოვებთ იეჰოვას+ და უცხო ღმერთებს ემსახურებით,+ ისიც ზურგს გაქცევთ, ზიანს მოგაყენებთ და ამოგწყვეტთ მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც გაგიკეთათ“.+ 21  ხალხმა იესო ნავეს ძეს მიუგო: „არა, იეჰოვას ვემსახურებით!“+ 22  იესო ნავეს ძემ უთხრა ხალხს: „თქვენა ხართ მოწმეები თქვენივე თავის წინააღმდეგ,+ რადგან თქვენი ნებით აირჩიეთ იეჰოვა, რომ მას ემსახუროთ“.+ ამაზე მათ უთხრეს: „მოწმეები ვართ“. 23  „მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენ შორისაა,+ და თქვენი გულები იეჰოვასკენ, ისრაელის ღვთისკენ მიმართეთ“. 24  მიუგო ხალხმა იესო ნავეს ძეს: „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და მის ხმას მოვუსმენთ!“»+ 25  იმ დღეს იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო ხალხს და მისცა წესი და სამართალი+ შექემში. 26  ჩაწერა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში,+ აიღო დიდი ქვა+ და დიდი ხის ძირას+ აღმართა იეჰოვას სამსხვერპლოსთან. 27  უთხრა იესო ნავეს ძემ მთელ ხალხს: „აი, ეს ქვა იქნება ჩვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი,+ რადგან მანაც მოისმინა იეჰოვას ნათქვამი, რაც გველაპარაკა; ის იქნება თქვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი“. 28  გაუშვა იესო ნავეს ძემ ხალხი თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+ 29  ამ ყველაფრის შემდეგ იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, ას ათი წლისა მოკვდა.+ 30  დამარხეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით. 31  ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ,+ რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის.+ 32  იოსების ძვლები,+ რომლებიც ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან წამოიღეს, შექემში დამარხეს, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იაკობმა შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან+ იყიდა ას კესიტად*+ და იოსების ვაჟების სამკვიდრო გახდა ის.+ 33  მოკვდა ელეაზარიც, აარონის ვაჟი,+ და დამარხეს იგი თავისი ვაჟის, ფინხასის გორაზე,+ რომელიც ეფრემის მთიან მხარეში მისცეს მას.

სქოლიოები

ანუ ევფრატის.
იგულისხმება ევფრატის აღმოსავლეთი მხარე.
უცნობი ღირებულების ფულის ერთეული.